in

ნატო მეტონიძე Situationist-ის ერთ-ერთი სახე გახდა

ცოტა ხნის წინ ქართულმა ბრენდმა Situationist თავისი ახალი კამპანიის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ამ კამპანიის ერთ-ერთი სახე ყველასთვის კარგად ცნობილი მომღერალი, ნატო მეტონიძეა. ახლა უკვე ბრენდის ოფიციალური ვებგვერდის შესავალი ნაწილი სწორედ ნატო მეტონიძის ფოტოს ეთმობა.

გარდა ამისა, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ Situationist-მა თავისი ახალი ფოტოებით წარადგინა ახალი ლოგოც.

შეგახსენებთ, რომ Situationist ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც 2017 წელს თბილისში დაფუძნდა. ბრენდის კრეატიული ხელმძღვანელი კი ირაკლი რუსაძეა.

„შემართება გემართება“ – „ლიკანი“ ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს

Zoom-ის განახლება რეალურ დროში მიღებულ თარგმანს მოიცავს!