in

„ეკომარტი“ – ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების „ონლაინ“ მაღაზია 

„ონლაინ“ სავაჭრო პორტალ www.ecomart.ge-ზე, მომხმარებელს, ნატურალური პროდუქტების შეძენა უკვე შეუძლია. გარემოსადმი მეგობრული კონცეფციით შექმნილ მაღაზიაში, საქართველოში წარმოებული ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია იყიდება.

ეკომრავალფეროვნება „ეკომარტის“ მთავარი უპირატესობაა. სასურსათო პროდუქტები, საკვები დანამატები, სასმელი, მცენარეთა და ცხოველთა მოვლის საშუალებები, სამკურნალო მცენარეები, თავის მოვლის ნატურალური პროდუქტები და ეკომეგობრული ნივთები – ეს ის კატეგორიებია, რომლებსაც „ეკომარტი“ ამ ეტაპზე შემოგთავაზებთ. ეკომეგობრული მაღაზია „ონლაინ“ სავაჭრო ქსელს ამბიციური გეგმებით უერთდება. ასორტიმენტის მუდმივი ზრდით, სეზონური პროდუქციის დამატებითა და სპეციალური შეთავაზებებით მომხმარებლის განებივრებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, ერთი თვის განმავლობაში, ნებისმიერ შეკვეთას, თბილისის მასშტაბით, სასურველ მისამართზე უფასოდ მიიღებენ.

„ეკომარტის“ პროექტი საქართველოში ორგანული (ბიო) და გარემოსთვის სასარგებლო წარმოების პოპულარიზებას ემსახურება. „ონლაინ“ მაღაზიაში წარმოდგენილი კომპანიების უმეტესობა ბიოსტანდარტებს აკმაყოფილებს, მათგან ბევრი შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელიცაა.

მაღაზია „ეკომარტი“ მომხმარებლისთვის სანდო „ონლაინ“ სავაჭრო სივრცეა, სადაც დადასტურებულად მაღალი ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი. აირჩიე მხოლოდ ნატურალური და სასარგებლო შენთვის და გარემოსთვის.  

www.ecomart.ge ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ეკუთნის. პროექტის სპონსორია პროკრედიტ ბანკი.  მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი მიმართულება, ისევე, როგორც ქართული ბიზნესის განვითარება, გერმანული ბანკისთვის, უკვე წლებია სტრატეგიის ნაწილია. ასოციაცია „ელკანა” კი თავისი ძირითადი საქმიანობით ბიომეურნეობების ხელშეწყობასა და წინსვლას ემსახურება.

პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების უფროსი ქეთევან კეკელაშვილი ამბობს, რომ გარემოსდაცვითი მიდგომა ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და ამ მიმართულების გასავითარებლად აქტიურად უჭერენ მხარს გარემოს მიმართ მეგობრულ ინიციატივებს.

პროკრედიტ ბანკი 20 წელზე მეტია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. გარემოსდაცვითი მიდგომა ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ამ მიმართულების გასავითარებლად, აქტიურად ვუჭერთ მხარს გარემოს მიმართ მეგობრულ ინიციატივებს, მომხმარებლებს ვთავაზობთ მწვანე დაფინანსებას, რაც გულისხმობს ინვესტიციას ენერგოეფექტურ, განახლებადი ენერგიის პროექტებსა და გარემოსადმი მეგობრულ აქტივობებში. გასულ წელს, დედამიწის დღეს, ბანკის ორგანიზებით, საფუძველი ჩაეყარა მწვანე მეწარმეების მხარდამჭერ პროექტსბიო, ეკომეგობრული პროდუქციის გამოფენაგაყიდვას. წელს, შექმნილ სიტუაციაში, ამ იდეამ ელექტრონულ სივრცეში გადაინაცვლა დაელკანასთანერთად უფრო ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი სახე მიიღო. მოხარულები ვართ, რომ ამ პლატფორმით მწვანე საქმიანობის წახალისებასა და პოპულარიზებას კიდევ უფრო მეტად შევძლებთ“.

ასოციაცია „ელკანას“ დირექტორის, მარიამ ჯორჯაძის თქმით, მათი სურვილია „ეკომარტის“ მწვანე პლატფორმით მომხმარებელს ერთ „ონლაინ“ სივრცეში დადასტურებულად ხარისხიანი და ეკო პროდუქციის შეძენის საშუალება მისცენ.

„25 წელზე მეტია, „ელკანა“, ბიომეურნეობების განვითარების გზით, ზრუნავს გარემოზე. ბიომეურნეობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ისეთი სისტემაა, რომელიც გამორიცხავს ქიმიური სასუქების, პესტიციდების, აგრეთვე, გენეტიკური ინჟინერიის მეშვეობით მიღებული ორგანიზმებისა და პროდუქტების გამოყენებას; ასოციაცია 2 000-მდე მეურნესთან მუშაობს. დღეს, „ეკომარტისმწვანე პლატფორმით გვინდა, რომ მომხმარებელს ერთონლაინსივრცეში მივცეთ დადასტურებულად ხარისხიანი და ეკო პროდუქციის შეძენის საშუალება. პროექტის ფარგლებში ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან ერთად დავუმეგობრდით ახალ კომპანიებსაც, რომლებიც ასევე მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებენ ბუნებრივ პროდუქციას. სწორედ ეს არის მწვანე სივრცის იდეაც – ორგანული(ბიო) და გარემოსადმი მეგობრული პროდუქტების თავმოყრა. აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ბანკმა „ეკომარტის“ შექმნაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ეკომეგობრული პროდუქციის პოპულარიზებასა და ბიზნესის ხელშეწყობის საქმეში”.

 

[R]

3 ფრაზა, რომელიც მომავლის შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

კოსმოსურ სადგურზე ნივთიერების ეგზოტიკური სახე შექმნეს – რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს