Nature Conservancy 2023-ის 25 გამარჯვებული ფოტო ცნობილია!
Nature Conservancy 2023 წლის ფოტოკონსურსის გამარჯვებულებს გვაცნობს, რომლებიც ბუნებრივი სამყაროს ძალასა და საფრთხეებთან დაკავშირებაში გვეხმარება. კატეგორიების გაორმაგების შემდეგ კი კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია — 191 ქვეყნის 80 000-ზე მეტმა ფოტოგრაფმა 189 000-ზე მეტი ფოტო წარადგინა!
მთავარი პრიზი უნგრელმა ტაიბორ ლითაუსკიმ მოიგო წყალქვეშ გადაღებული ფოტოთი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ჭამს ტრიტონი ბაყაყის კვერცხებს:
„ჩვენი ყოველწლიური ფოტოკონკურსი შთაგონებაა. ფოტოგრაფები ბუნებას ხმას აძლევენ ჩვენთვის იმის ჩვენებით, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, სურათების ჟიურისთან ერთად შეფასება ვიზუალურ მოგზაურობას ჰგავდა. ეს გავლენიანი ფოტოები ხაზს უსვამს არამარტო ფოტოგრაფიის ძალაუფლებას, არამედ Nature Conservancy-ის მნიშვნელობას კონსერვაციის გლობალური ძალისხმევის კუთხით“, — აცხადებს ალექს სნაიდერი, ფოტოკონკურსის დირექტორი და ჟიურის კოორდინატორი.
ახლა კი დროა, სხვა გამარჯვებული ფოტოებიც გაგიზიაროთ: