სამყაროს ერთ-ერთ საინტერესო მოცემულობას ის წარმოადგენს, რომ ყველაფრის რამდენიმე პერსპექტივით დანახვა შეგვიძლია. ამ კონცეფციის ირგვლივ შეიქმნა საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლოს, Jeep-ის ახალი კამპანიაც — Nature in Our Nature. ორი წრის და შვიდი ხაზის მარტივი ხატის შთაგონებით, Jeep-ის ბრენდმა და Publicis Groupe Middle East-მა მთელი სამყარო აღმოაჩინეს, რომელიც თავად მასში ცხოვრობს.
„გისოსების“ სხვადასხვა კუთხით მოჭრით, ფორმებმა და ცარიელი სივრცეები ბუნების ელემენტებს დაემსგავსა. ხაზები ხეებად იქცა, წრეები — მთვარედ, თაღებად და აისბერგებად. „რაც უფრო ვაკვირდებოდით, მეტ მეტ აღმოჩენას ვაკეთებდით: ციყვის ხვრელები, მთები, ღამურების გამოქვაბულები და ა. შ. Publicis Middle East-მა კი საინტერესო გზა იპოვა, რათა იმ უამრავი ადგილის შესახებ მოეთხრო ისტორიები, სადაც Jeep-ის მანქანებით შეგიძლიათ წასვლა“, —განმარტავს მელჰემ ნაჯმი, მარკეტინგის დირექტორი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, არცერთ სხვა საავტომობილო ბრენდს არ აქვს ბუნებასთან ისეთი კავშირი, როგორიც Jeep-ს. შესაბამისად, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ისეთი საკომუნიკაციო ელემენტის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ავთენტური იყო, არამედ ძლიერ შეესაბამებოდა ჯიპის ბრენდის მისიას, გამხდარიყო ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ბრენდი 2030 წლისთვის.














