in

როცა ბუნება შუა თითს გიჩვენებს…

ალბათ, ბუნება ყოველთვის გვიტოვებს სიმბოლურ მინიშნებებს, რათა კონკრეტულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე მიგვითითოს. სწორედ ამ იდეას ეყრდნობა უახლესი კამპანია, რომელზეც სარეკლამო სააგენტო BBDO Chile-მ იმუშავა, გარემოს დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია Greenpeace-ისთვის.

„ბუნებას სურს, რაღაც გითხრათ“ — ამ სახელწოდებით გამოვიდა კრეატიული პოსტერები, რომლებზეც სხვადასხვა ბუნებრივი ორგანიზმის ვიზუალს შუა თითის ჩვენების მცდელობას ვამსგავსებთ. თითქოს, კლიმატის ცვლილებების შედეგად „გაუბედურებული“, განადგურების პირას მისული მარჯანი, აისბერგი და ხე შუა თითის ჟესტის ფორმამდე მიდიან და ასე სიმბოლურად მიანიშნებენ ადამიანებს არასწორ ქმედებებზე.

შესაძლოა, მარსზე ყოფილი ვულკანური კუნძული არსებობდეს — კვლევა

საინტერესო პოდკასტი | Upway.ge: სწავლის მძებნელთა პლატფორმა