in

„მოასწარი ნავში ჩაჯდომა” – პრემიუმ კომპლექსი გონიოში

გონიოში ახალი პრემიუმ კომპლექსის, „ნავის” მშენებლობა დასრულებულია. მას კომპანია B2B დეველოპმენტის დაკვეთით „ანაგი ქონსთრაქშენი” აშენებს, რომელიც საქართველოში უკვე 32 წელია ოპერირებს. ნავის პროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს წლის ოთხივე სეზონზე: ოჯახთან ერთად გსურთ დასვენება, ბიზნეს საქმიანობისთვის ჩადიხართ თუ მეგობრებთან ერთად დასასვენებლად.

რა დაგხვდებათ „ნავში”? სია საკმაოდ შთამბეჭდავია: იხილავთ როგორც ღია, ისე დახურულ აუზებს, ფიტნეს და სპა ცენტრს თქვენი სილამაზისა და სიჯანსაღისთვის; რესტორანს, ბარსა და ლაუნჯს – იმისდა მიხედვით, გართობის როგორ ფორმატს ანიჭებთ უპირატესობას. თუ მშვიდი და ჰარმონიული დასვენება გსურთ, გეტყვით, რომ ამ საცხოვრებელ კომპლექსში მოწყობილია ბიბლიოთეკა, რაც ალბათ ბევრგან არ შეგხვედრიათ და ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა კითხვის მოყვარულთათვის. ამასთან, ნავის შიდა სივრცის ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ, გახედოთ ზღვას, რადგან მისი ხედი აქ ყველგან იშლება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს საცხოვრებლისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან ატრიბუტებს, როგორებიცაა: რეცეფცია, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი; გაქირავების სერვისი და დაცვა 24/7-ზე. პროექტში თანამედროვე ტექნოლოგიაც გათვალისწინებულია და ყველა აპარტამენტი „ჭკვიანი სახლის” სისტემითაა აღჭურვილი. ამ ყველაფერს ემატება სიახლოვე ზღვასთან, რაც ასეთ კურორტზე ყველა ჩვენგანისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბინებიდან გექნებათ ზღვისა და მთის პანორამული ხედები, რომლით დატკბობაც წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რადგან „ნავი” ყველა სეზონზე ღია იქნება თავისი ბინადრებისთვის. აღსანიშნავია, რომ კომპლექსში მოცემულ მომენტში დარჩენილია 27 აპარტამენტი. 2023 წლის ივლისიდან შესაძლებელი იქნება კომპლექსში დასვენება და გაქირავების სერვისის საშუალებით ინვესტიციის მიღება. პროექტი 100% – ით დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ.

[R]

ნახეთ: 15 საჰაერო ფოტო, რომელიც ვიეტნამის მშვენიერებას ასახავს

ვირტუალური შოპინგი მეტავერსი არ არის