ინგლისელმა ფოტოგრაფმა იალქნიანი ნავისა და ცისარტყელას შერწყმის უნიკალური კადრი დააფიქსირა. ნავი სწორედ იქ ჩნდება, სადაც ცისარტყელას ბოლო წყალში ეშვება… ან, პირიქით, მისი სათავე ამოდის.
“დავინახე ერთადერთი ნავი, რომელიც ცისარტყელასკენ მიემართებოდა. სწრაფად ამოვიღე კამერა და ზუსტად იმ მომენტს დაველოდე, როცა ის “შვიდფერში” გაეხვეოდა. იმედისმომცემი ფოტოა… მომწონს, როგორ ანათებს ეს ფერები იალქნებს”, — ამბობს ფოტოგრაფი ჩად პაუელი.
ირლანდიურ ლეგენდას თუ დავუჯერებთ, ცისარტყელას ბოლოში ოქროს ქოთანი იმალება… მართალია, ფოტოზე მას ვერ ვხედავთ, მაგრამ იალქნიანი ნავიც საკმარისია ამ მშვენიერების აღსაქმელად — “ოქროს ქოთანი არა, თუმცა ოქროს მომენტი ნამდვილად იყო”.