„ნავნე“ საქართველოში პირველი და ყველაზე დიდი აუთლეტ ქსელია, რომელმაც ადამიანებისათვის საყვარელი და ძვირადღირებული ბრენდები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. „ნავნეს“ მაღაზიებში მრავალი კატეგორიის პროდუქციას შეხვდებით: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა, აქსესუარები, სუნამო, კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, სახლის ქიმია – რა გინდა რომ აქ ვერ ნახო?!
უფრო მეტს ამ თემაზე, „ნავნეს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გოროზია და მავერიკის კრეატიული დირექტორი გიორგი მდივანი მოგვიყვებიან:
M: როგორი იყო საახალწლო კამპანიაზე მუშაობა, რა მოლოდინები გქონდათ და რა გამოვიდა?
თეა გოროზია: როცა საახალწლო კამპანიის გაკეთება გადავწყვიტეთ, ზუსტად ვიცოდით, რომ მთავარი მოქმედი პირები ჩვენი ლოიალური მომხმარებლები უნდა ყოფილიყვნენ. მათი რიცხვი ნავნეს განვითარებასთან ერთად, უკვე წლებია იზრდება და მთელი საქართველოს მასშტაბით მილიონამდე აღწევს. შესაბამისად, ამ ხალხის გააქტიურება და სხვა ადამიანების ნავნეში წამოსვლისკენ მოწოდება, იდეალურად პასუხობდა ჩვენს მიზანს უფრო მეტი ადამიანი ჩაგვერთო საახალწლო შოპინგში და მეტისთვის მიგვეცა საჩუქრების ხელმისაწვდომ ფასად შეძენის საშუალება. კრეატიული სააგენტო „მავერიკის“ იდეა ზუსტად ეხმიანებოდა ჩვენს სურვილებს და ამიტომაც ავირჩიეთ ისინი საახალწლო კამპანიის შემსრულებლებად.
მთელი პროცესი ძალიან დინამიკურად და საინტერესოდ წარიმართა. თითოეულმა ვიდეომ ძალიან დადებითი გამოხმაურება მიიღო მასში არსებული მსახიობების, საახალწლო განწყობისა და მთავარი მოწოდების – „ნავნეში გამომყვები“ დამსახურებით. კამპანიის სახელი ის ფრაზაა, რაც მე და „ნავნეს“ 400-მდე თანამშრომელს ყველაზე ხშირად გვესმის ახლობლებისგან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს სიტყვები ჩვენი მომხმარებლების უდიდესი ნაწილისთვისაც კარგად ნაცნობია, და როგორც წესი, ამ კითხვაზე ადამიანები შემთხვევების 95%-ში დადებით პასუხს იღებენ.
M: რომელი მედია არხები გამოიყენეთ კამპანიის მომხმარებლამდე მისატანად?
თეა გოროზია: კამპანიის განთავსების არეალად თავიდან მხოლოდ დიჯითალ სივრცეს მოვიაზრებდით, თუმცა კონცეფციამ თავად მიგვანიშნა, რომ outdoor კომუნიკაციაც ძალიან მოუხდებოდა, სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ მეტროს ლაითბოქსები, ვიდეო ბანერები, ბილბორდები და ავტობუსები, რომლებიც მართლაც მიგიყვანენ „ნავნეს“ სხვადასხვა ფილიალში, ხოლო მომხმარებლამდე მესიჯის უფრო პრივატულად მიწოდებისთვის გამოვიყენეთ კავეას კინოთეატრების placement.
საბოლოოდ, გზავნილის სიმარტივემ და ბუნებრიობამ მომხმარებლის ორგანული უკუკავშირი გამოიწვია, რისთვისაც მთავარი მადლობა ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს და „მავერიკის“ გუნდს ეკუთვნით.
M: რა იყო კამპანიის მთავარი მიზანი და რა დავალება მიიღო სააგენტომ?
გიორგი მდივანი: წინასაახალწლოდ, ბიზნესებს მეტნაკლებად სტანდარტული სურვილები აქვთ ხოლმე: brand perception-ში თბილი ატმოსფეროს შემოტანა, გაყიდვების ზრდა და ა.შ. ნავნეს შემთხვევაში ძალიან კონკრეტული დავალება მივიღეთ – საჭირო იყო შეგვექმნა საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც არსებულ ლოიალურ მომხმარებელს „ნავნეს“ მაღაზიაში ჩვენთვის თვისობრივად ახალ მომხმარებელთან ერთად მისვლას მოანდომებდა, გაზრდიდა ტრაფიკს და ამ ყველაფერს გადამდები და იუმორნარევი საკომუნიკაციო ენით იზამდა.
M: როგორი იყო ბრიფზე მუშაობის პროცესი და რატომ ეს გზავნილი?
გიორგი მდივანი: ერთი შეხედვით, შოპინგი მარტივი გამოცდილებაა, მაგრამ მეორედაც თუ დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ თუ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს პროცესი უპირობოდ უყვარს, არიან ისეთებიც, ვინც ცალსახად ნეგატიურად არის განწყობილი. შესაბამისად, „საშოპინგოდ გაყოლა“, როგორც წესი, ერთი ადამიანის „ახირებას“ უფრო ჰგავს ხოლმე, სადაც მეორე ყოველთვის დამკვირვებლის როლშია. სინამდვილეში, შოპინგზე „ერთად“ სიარულს, სულ სხვა მუღამი აქვს – ადამიანებს მოგვწონს, როცა ჩვენს გვერდით ის ადამიანია, რომელიც შენაძენს გულწრფელად შეგვიფასებს, თუნდაც თვალთმაქცურად გვანუგეშებდეს. ორივე შემთხვევაში, აზრისა და ემოციის გამზიარებელი, „გამყოლი“ გვჭირდება. სწორედ ასე ჰქვია ნავნეს წინასაახალწლო კამპანიას – „ნავნეში გამომყვები?“ (წინასწარ ბოდიშს ვუხდი იმ იშვიათ „shopper”-ებს, ვისაც საყიდლებზე მარტო სიარული უყვართ).

კრედიტები:
კლიენტი: ნავნე
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თეა გოროზია
სოციალური მედია მენეჯერი: გიორგი თურმანიძე
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ზვიად ყავლაშვილი
ტანსაცმლის ბრენდ მენეჯერი: ნიკა ლომია
დიზაინერი: ანა სარაჯიშვილი
სააგენტო: Maverik
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გიორგი მდივანი
ექაუნთ დირექტორი: ნინუცა მამფორია
ქოფირაითერები: გიორგი სალთხუციშვილი, გიორგი მდივანი, ნიკა გარსენიშვილი
ექაუნთ მენეჯერი: ქეთი გაგოშიძე
არტ დირექტორი: ნინი ენუქიძე
გრაფიკოს დიზაინერები: ნინი ენუქიძე, ანი მალაზონია
მოუშენ დიზაინერი: გიგა წერეთელი
კონტენტ კრეატორი: გიორგი სალთხუციშვილი
კლიენტთან ურთიერთობის მენეჯერი: ლაშა ლომიძე
ონ-სეტ ფოტოგრაფი: ნიკო კლიშჩენკო
ტიპოგრაფია: ნინი ენუქიძე
ციფრული რეკლამის სტრატეგია: სალომე ცირამუა
გადამღები კომპანია: Rusty Pictures
რეჟისორი: გიორგი პეტრიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ბაქარ შარაშენიძე
პროდიუსერი: აკო მაჭავარიანი
ლაინ პროდიუსერი: ირაკლი გოგიჩაძე
ფროდაქშენ მენეჯერი: ბექა ჯანელიძე
დამდგმელი მხატარი: გიორგი უსტიაშვილი
დამდგმელი მხატვრის ასისტენტი: დათუნა ყიფშიძე
რეკვიზიტორი: საბა ნარიმანიშვილი
კასტინგის მენეჯერი: ნანკა ბალახვაშვილი
კოსტუმების მხატვარი: ნათია უგრეხელიძე
Head of PA: ლიკუნა კავსაძე
ფროდაქშენ ასისტენტები: ნიკოლოზ გოგიჩაძე, ნიკა ხაბაზიშვილი
MU: ნინო ბედელაძე
გამნათებელი: დავით საღრიშვილი
კამერის ასისტენტი: მიშო სეფიაშვილი
Playback ტექნიკოსი: ნიკოლოზ ნატროშვილი
ხმის ოპერატორი: შოთა დვალიშვილი
მძღოლი: დავით ჟვანია
მონტაჟი: ოთსონ მიმინოშვილი
მუსიკა: addmusic.ge
ხმის დიზაინი: addmusic.ge
ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე