Spotlight Tech-მდე სულ ცოტა დრო რჩება. 1-2 ივნისს, სტუმრები ტექნოლოგიური სცენის გარშემო შეიკრიბებიან. ღონისძიება, ტრადიციულად, Raddison Blu Iveria-ში გაიმართება და მისი მთავარი თემა იქნება „გაკვეთილები“. Spotlight Tech-ის ისტორია 2018 წელს იწყება, როდესაც ღონისძიება ამ მიმართულებით პირველად ჩატარდა. Spotlight-ის ისტორია უკვე 11 წელს მოითვლის. 2013 წლიდან მოყოლებული, ის აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. ღონისძიების მხარდამჭერია „ნავნე“. Spotlight-თან მეგობრობაზე „ნავნეს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ნადირაშვილი გვესაუბრა.
M: პირველ რიგში მიმოვიხილოთ, რა ღირებულებები შექმნა სფოთლაითმა მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროსთვის, წლების განმავლობაში?
10 წლის განმვალობაში, სფოთლაითმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა და ქვეყნის მთავარ მარკეტინგულ ღონისძიებად იქცა. ღონისძიება, რომელზე დასწრებაც ყველა მარკეტერისთვის ერთგვარი გაკვეთილია, ვინაიდან ეს არის სივრცე, სადაც შეიძლება გაიგო და მოისმინო სფეროს უახლესი სიახლეები, კომპანიების, წარმატებისა და მარცხის ისტორიები, რასაც სხვაგან ვერ ამოიკითხავ. მთავარი ღირებულება რაც სფოთლაითმა შექმნა არის ინსპირაცია, რომელიც ბევრი მარკეტერისთვის საკუთარი შესაძლებლობების განსხვავებულად დანახვის შანსია. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, წარმატების საწინდარი ხდება.
M: ნავნე და სფოთლაითი წელს დამეგობრდნენ. თქვენთვის რითაა მნიშვნელოვანი ამ ღონისძიების მხარდაჭერა?
ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, მთავარი მარკეტინგული ღონისძიების მხარდამჭერი ვიყოთ. შთაგონება, ცოდნის გაზიარება და სიახლეების გაცნობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე, ზოგადად ქვეყანაში სფეროს განვითარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სფეროს განვითარება, რადგან ეს არის მუდმივად მზარდი სფერო, რომელსაც ძალიან რთულია დაეწიო. ვფიქრობთ, ძალიან მნიშნელოვანია ამ მიმართულებით არსებული სიახლეებისა და მიღწევების მუდმივი გაზიარება.
M: Spotlight Tech-ის მთავარი თემაა „გაკვეთილები“. როგორია თქვენი მოლოდინი ღონისძიების მიმართ?
წლევანდელი სფოთლაითის თემა „გაკვეთილები“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და ღირებული საკითხია. „მაშინ ბერდები, როცა სწავლაზე უარს ამბობ, რადგან მხოლოდ ის ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ვინც მუდმივად ცოდნას იძენს“ – ეს სიტყვები ცნობილ ამერიკელ ბიზნესმენს, წარმატებულ ავტომწარმოებელსა და ბრწყინვალე გამომგონებელ ჰენრი ფორდს ეკუთვნის. ცოდნის მიღება, გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა გაკვეთილების ერთმანეთში გაცვლა ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. სწორედ ამ ღირებულებით ვიზრდებით, ვვითარდებით და ვინარჩუნებთ ახალგაზრდობას. აღნიშნულ საკითხზე ძალიან დიდ მოლოდინებს ვამყარებთ და ვთვლით, რომ ეს იქნება უსაზღვრო ინსპირაციის გაცემისა და მიღების ბრწყინვალე შესაძლებლობა.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, IT აკადემია STEP, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality