ხელოვანი ადამიანები ბუნებაში არსებულ დეტალებს ხშირად კონკრეტული გზავნილების გასავრცელებლად იყენებენ. მათ შორისაა იაპონელი ილუსტრატორი ჰიროკი ტაკედა, რომელიც მსგავსი ფორმით ომის საწინააღმდეგო განწყობის გადმოცემას ცდილობს.
აკვარელის ნახატებში ომის კადრები ნაცრისფერი ფერებითაა გადმოცემული, იქნება ეს ბომბები, იარაღები, ჯარისკაცები, სამხედრო თვითმფრინავები თუ სხვა. ნათელი ფერები კი ყვავილების, პეპლებისა და ფოთლების სახით აქვს დამატებული, რითაც ტაკედა თითქოს ომის ძალადობრივ ბუნებასაც ანაცვლებს.