in

ფოტოსესია ხელოვნების შედევრებთან – ორიგინალური ფოტოკოლაჟი

მართალია, მუზეუმები სავსეა საინტერესო სანახაობებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზედმეტი სიჩუმე მაინც ხშირად ბევრ დამთვალიერებელს მოწყენილობის გრძნობას გვრის. თუმცა, არა ფოტოხელოვან სტეფან დრაშანს, რომელიც თითქმის მთელ თავისუფალ დროს სწორედ მუზეუმებში ატარებს და ისედაც შთამბეჭდავი ექსპონატებისგან კიდევ უფრო საინტერესო ფოტოებს ქმნის. საქმე ის არის, რომ სტეფანი მუზეუმის დამთვალიერებლებს მათი ვიზუალის მიხედვით სხვადსხვა ნახატებსა თუ ნამუშევრებს არგებს და თავისი ფოტოაპარატის ობიექტივშიც სწორედ ასე ორიგინალურად ახვედრებს. საბოლოო ჯამში, არაერთ მუზეუმში გატარებული საათები თუ დღეები სტეფანს დაუფასდა და ორიგინალური ფოტოპროექტიც გამოუვიდა.

BOG
BOG

ბულინგის მსხვერპლი ბურგერები მათთვის, ვინც ამ პრობლემაზე თვალს ხუჭავს! – Burger King-ის ორიგინალური კამპანია

მატარებლის კომფორტზე გაცვლილი მონატრებული ოჯახი – Iarnród Éireann-ის სახალისო ვიდეორგოლი