in ,

ქართველი არტისტების ნამუშევრებით გაფორმებული მაისურები KOK2-ისგან

Startauperi
Startauperi

KOK2 ახალი კომპანიაა, რომელიც ქართველი არტისტების ნამუშევრებით გაფორმებულ მაისურებს ამზადებს. სამოსი იმითაცაა განსხვავებული, რომ ნახატები მაისურების მთლიან ზედაპირზეა დატანილი. კომპანიის მიზანია, შექმნას ახალი, საინტერესო პროდუქტი და საზოგადოებას ქართველი მხატვრების ნამუშევრები გააცნოს. მაისურების წარმოება “კოკორმა” ერთი თვის წინ დაიწყო და მომხმარებელში უკვე დაიმსახურა მოწონება. მაისურები განკუთვნილია მათთვის, ვისაც მრავალფეროვნება მოსწონს და სამყაროსაც ფერადოვნად აღიქვამს. თუ როგორ გაჩნდა იდეა და სამომავლოდ რა გეგმები აქვთ, მარკეტერთან KOK2-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა, მიკიბო კოხრეიძემ ისაუბრა.

bog
bog-mob

kok2

M: რატომ გადაწყვიტეთ მაისურების შექმნა?

გადავწყვიტეთ, ქართველი არტისტების ნამუშევრები ერთ სივრცეში გაგვეერთიანებია და მაისურებზე დაგვეტანა. გვინდოდა ამით სიახლე შემოგვეტანა ქართულ ბაზარზე, გაგვეპიარებინა ქართველი არტისტები და გვენახებინა, რომ მათაც შეუძლიათ მაღალი დონის ნამუშევრების შექმნა.

M: როგორ გაგიჩნათ იდეა ?

amazon-ზე ვნახულობდი მაისურებს და შემხვდა ისეთები, რომლის მთლიან ზედაპირზეც ნახატი იყო დატანილი. ძალიან მომხიბლა ასეთმა მაისურმა და ვიფიქრე, აქაც დაგვებეჭდა და ასე ვთქვათ, „გაგვექართულებინა.“

M: როგორ არჩევთ მაისურის დიზაინს?

ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ 5 მხატვართან, ვარჩევთ მათი ნამუშევრებიდან საუკეთესოებს და შემდეგ, ამ ნახატებით მაისურების გარკვეულ რაოდენობას ვბეჭდავთ. მაისურებზე ინდივიდუალურ შეკვეთებს არ ვიღებთ. სამომავლოდ ვაპირებთ, უფრო მეტ მხატვართან ვითანამშრომლოთ.

M: რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი პროდუქცია მომხმარებლისთვის?

ყველა მაისურს ერთი და იგივე ფასი აქვს და 80 ლარი ღირს.  შეიძლება ქართული ბაზრისთვის ძვირი იყოს, მაგრამ მაისურის თვითღირებულებაც მაღალია, ვინაიდან მას თურქეთში ვბეჭდავთ და შემდეგ, საქართველოში ვკერავთ. მომხმარებელს ძალიან მოსწონს ჩვენი ნამუშევრები, თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ეს მაისურები უხარისხო და უხეშია. სინამდვილეში კი, ქსოვილი ნაზი და კომფორტულია და მასზე დატანილი ნახატიც რბილია.

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები 

ვაპირებთ, ჩვენი პროდუქტი ექსპორტზე გავიტანოთ გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ამის გარდა, გვინდა კიდევ უფრო მეტ არტისტთან ვითანამშრომლოთ. ვგეგმავთ, მაისურების გარდა, ბალიშები, ჰალსტუხები, კედები, წინდები და საცვლები დავამატოთ. ივლისის ბოლოს გაეშვება ჩვენი საიტიც, რომელიც ახლა მზადების პროცესშია.

KOK2 KOK2 KOK2 KOK2 KOK2 KOK2 KOK2 KOK2

რა ვქნა, როდესაც ვარ 20 წლის და 30 წლიან სამუშაო გამოცდილებას მთხოვენ?!

როგორ ვაქციოთ საუზმე ხელოვნების ნიმუშად? – Kellogg’s-ის 30 წამიანი მასტერკლასი