in

შემცირებაში მოყოლილი პედაგოგის სტარტაპი – ნახევარფაბრიკატების საწარმო N.A.

Startauperi
Startauperi

ნახევარფაბრიკატების საწარმო N.A ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპია ბათუმში და გვთავაზობს მზა პროდუქტების არჩევანს, როგორიცაა: ხინკალი, პელმენი, აჭარული და ფენოვანი ხაჭაპურები და ა.შ. პროდუქციის შეძენა წარმოების ადგილზე, ცალობითაც კია შესაძლებელი. ნახევარფაბრიკატების საწარმოს მფლობელ ნათია აბულაძეს ბიზნესის დაწყების იდეა სამსახურის დაკარგვის შემდეგ გაუჩნდა. N.A ერთ-ერთი სტარტაპია იმ ოც ახალბედა ბიზნესთაგან, რომელიც „საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ფონდმა აფხაზეთმა“ დააფინანსა. იდეის განხორციელებასა და განვითარების ეტაპებზე მარკეტერი საწარმოს მფლობელს – ნათია აბულაძეს ესაუბრა.
M: როგორ გაგიჩნდათ ნახევარფაბრიკატების საწარმოს გახსნის იდეა?
ვმუშაობდი მასწავლებლად ბათუმის მეათე სკოლაში და ხშირად ვიყენებდი ნახევარფაბრიკატებს, სწრაფად მიწევდა ჩემი შვილებისთვის საკვების მომზადება. ხშირად ვყიდულობდით მზა პროდუქტებს, მეც და ჩემი კოლეგებიც. ჩემი და ჩემი კოლეგების მაგალითზე ვხვდებოდი, რომ მსგავს პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო. სკოლიდან გამომიშვეს, შემცირებაში მოვყევი და მას შემდეგ ვცდილობდი მეპოვნა შემოსავლის ახალი წყარო. დაახლოებით, ორი წლის წინ გადავწყვიტე, გამეხსნა ნახევარფაბრიკატების საწარმო.

M: რა სახის პროდუქციას აწარმოებთ და სად ახდენთ რეალიზებას?
მცირე მეწარმე ვარ და რეალიზებას ვახდენ ადგილზე. ვაკეთებთ: ხინკალს, პელმენს, ვარენიკს, როგორც ყველის, ასევე, კარტოფილისა და ხორცის შიგთავსით, ფენოვან ხაჭაპურს, აჭარულ ხაჭაპურს, აჩმას, ბლინებს, გუფთას და ა.შ.

M: დაფასოებულად ყიდით?
ცალობაში ვყიდით. წონით ან დაფასოებით არ გვაქვს.

M: სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?
ბათუმში, ინასარიძის 5-ში.

M: ვინმე თუ დაგეხმარათ ბიზნეს იდეის განხორციელებაში ან განვითარებაში?
დიახ, ასეთი შემთხვევა იყო, როცა „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთისგან“ გრანტი მივიღეთ. გრანტის მეშვეობით გავაფართოვეთ საწარმოს ტერიტორია, დავამატეთ მაღაზია, სადაც ჩვენს პროდუქციას ვყიდით, ასევე, შევიძინეთ მაცივრები და ხორცსაკეპი მანქანა, რაც ძალიან გვჭირდებოდა ჩვენს საქმეში.

M: გრანტის პირობების თანახმად, უნდა დაგესაქმებინათ დევნილები ან ეკომიგრანტები. რამდენი თანამშრომელი გყავთ საწარმოში და არიან, თუ არა მათ შორის დევნილები ან ეკომიგრანტები?
დღეისთვის, ჩვენს საწარმოში დასაქმებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის – ერთი ეკომიგრანტი.

M: სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით…
იმის გათვალისწინებით, რომ აშკარად ვხედავთ – დიდია მოთხოვნა, ვაპირებთ გაფართოებას, გვინდა დავამატოთ სახეობებიც და გავხდეთ მეწარმეები, შესაბამისად, ჩვენი პროდუქციის რეალიზება მოვახდინოთ სხვადასხვა მაღაზიაში.

ზურა სუხიშვილი – #პირველისამსახური

Advertwise-ის ქეისი GPI-ს ონლაინ დაზღვევის პორტალის შესახებ