in

ეს მზის კოშკი საავიაციო საწვავს ნახშირბად-ნეიტრალურად აქცევს

მკვლევრებმა საწვავის წარმოების სისტემა შეიმუშავეს, რომელიც წყალს, ნახშირორჟანგსა და მზის შუქს საავიაციო საწვავად გარდაქმნის. ეს კი ინდუსტრიაში ნახშირბადის შემცირების გასაღებიც კი შეიძლება იყოს. 

მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიასთან შედარებით, საავიაციო სექტორი ნაკლებად საზიანოა, იგი გლობალური ემისიების 2%-5%-ზე არის პასუხისმგებელი. მართალია, ბევრი კომპანია კეროსინის, ანუ ნედლი ნავთობისგან მიღებული საწვავის, უფრო სუფთა ალტერნატივებზეც მუშაობს, მაგრამ ჯერ კიდევ არ შექმნილა ისეთი, რომელიც მსოფლიოს კომერციულ ფრენებს უზრუნველყოფს. 

ჩვენ პირველები ვართ მათ შორის, ვინც მთელი თერმოქიმიური პროცესის ჯაჭვი წყლისა და CO2-დან კეროსინამდე სრულად ინტეგრირებულ მზის კოშკების სისტემაში აჩვენა. კეროსინის წვის დროს გამოსხივებული CO2-ის რაოდენობა რეაქტიულ ძრავაში მზის ქარხანაში მისი წარმოებისას მოხმარებულს უტოლდება, რაც საწვავს ნახშირბად-ნეიტრალურს ხდის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა CO2-ს ჰაერიდან ვიღებთ, — აცხადებს ალდო სტეინფელდი ETH ციურიხიდან.

ამ წარმოუდგენელი პროექტის მიღმა გუნდმა 2017 წელს ესპანეთში, IMDEA ენერგიის დაწესებულებაში, მზის საწვავის წარმოების ქარხანაზე დაიწყო მუშაობა… რეაქტორში, რომელიც ფორებიან მასალას შეიცავს, ცერიუმის ოქსიდი, წყალი და ნახშირორჟანგი სინთეზურ აირად ან წყალბადისა და ნახშირბადის მონოქსიდის ნაზავად გარდაიქმნება, შემდეგ კი იგი გაზის სითხეში გადამყვანით იკვებება, რათა საბოლოოდ ნავთად და დიზელად გადაიქცეს.

საინტერესოა ისიც, რომ 9-დღიანი საცდელი მუშაობის დროს მზის რეაქტორი 4%-იანი ენერგოეფექტურობით მუშაობდა, მომავალში კი იმედოვნებენ, რომ ამ მაჩვენებელს 15%-მდე გაზრდიან.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების მეორე კონკურსი დაიწყო

Facebook დიზაინს ცვლის, რათა TikTok-ს დაემსგავსოს