8
Sep
2017

ნაყინის დეგუსტაცია მთელი დღის განმავლობაში – Halo Top-ის გემრიელი “წამება”

8 Sep 2017

Elit Electronics


სარეკლამო პაროდიების ნამდვილ ოსტატ მაიკ დივას, რომელიც წინასაარჩევნოდ დიდი ენთუზიაზმით ამზადებდა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის სახალისო და ირონიულ საიმიჯო ვიდეორგოლებს, როგორც იქნა, მიეცა შესაძლებლობა თავისი ნიჭი ნამდვილი სარეკლამო ვიდეორგოლის შექმნაში გამოევლინა. მაიკს რეკლამის მომზადება ნაყინის მწარმოებელმა კომპანია Halo Top-მა დაავალა. პაროდისტმა აქაც გამოავლინა თავისი უჩვეულო, ორიგინალური იდეები და ნაყინის რეკლამა მოკლემეტრაჟიან ფანტასტიკურ, ამასთან საშინელებათა ჟანრის ფილმადაც კი აქცია. ვისთვის საშინელება, თუმცა, ბევრისთვის ნამდვილი სიამოვნება, წარმოიდგინეთ, მთელი დღის განმავლობაში რობოტი სხვადასხვა არომატის ნაყინის ჭამას რომ გაძალებდეთ? მგონი ბევრი ნებაყოფლობითაც კი დათანხმდება მსგავს “წამებას”.

 

 

განხილვა