in

წყლის ახალი ბრენდი Nayka ფილოსოფიური კონცეფციით შეიქმნა

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ მინერალური წყლის ბაზარზე შესვლა საკმაოდ რთული იყო, Nayka თქვენს წარმოდგენებს სრულიად შეცვლის. ეს ახალი ბრენდია, თუმცა არა თუ კიდევ ერთი ლამაზი ეტიკეტის მქონე წყლის ბოთლია, არამედ ფილტრაციის სისტემას წარმოადგენს რომელიც პლასტმასის გარეშე იწარმოება და უკეთეს სასმელ წყალს გვთავაზობს. ბრენდის დიფერენცირებისა და ბაზარზე საკუთარი ნიშის დამკვიდრების მიზნით, მათ აქცენტი საჭიროებიდან ცხოვრებისეულ მისწრაფებასა თუ ფილოსოფიურ ვალდებულებაზე გადაიტანეს და Nayka საზოგადოებისთვის, ეკოლოგიური და მდგრადი მომავლისთვის შექმნეს. 

კომპანია ადგილობრივ გარემოსდაცვით პროექტებთანაც თანამშრომლობს, მაგალითად, ისეთ საკითხებზე ზრუნავს, როგორიცაა მდინარის გაწმენდა. ამიტომ, მალევე აშკარა გახდა, რომ Nayka იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე ონკანის წყლის ფილტრაციის მარტივი სისტემა. ამას გარდა, მისი ტექნოლოგია ონკანის წყლის რესურსების გამოყენების საშუალებას გვაძლევს. ეს კონკრეტული შეთავაზება კი მომხმარებლებს იმ ცხოვრების წესის მიღებაში არწმუნებს, რომელსაც ბრენდი სთავაზობს მათ. 

რაც შეეხება Nayka-ს კონცეფციას, იგი ანარეკლებს ეფუძნება, რომელიც, თავის მხრივ, წყლისა და საკუთარი თავის ანარეკლის გარშემო ტრიალებს. შესაბამისად, ვიზუალი, ფერები თუ ტექსტურები სხვადასხვა სინათლით მიღებული წყლის ანარეკლებისა და ბუნებაში არსებული მინერალური სამყაროთია შთაგონებული. მათ შორისაა ბრენდის ლოგო, რომელიც ასო “N”-ს ასახავს. მსგავსი ინტელექტუალური მიდგომით კი ბრენდმა მომხმარებლამდე წყლის პასუხისმგებლობიანად მოხმარების ცნების მიტანაც შეძლო.

“Grab the Moments” — Lay’s-ის ახალი რეკლამა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის

Range Rover Batumi Gold – ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსია „ჯი-თი მოტორსის“ შოურუმში