in

გრაფოლიტა პრო ქეფსი – ნაყოფჭამიას მონიტორინგის ეფექტური და უსაფრთხო საშუალება

ხეხილის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი აღმოსავლური ნაყოფჭამიაა, რომელიც მარტის თვიდან იწყებს გავრცელებას და სერიოზულ ზიანს აყენებს ახალგაზრდა ყლორტებსა და ნაყოფს. თუ ნაყოფის აპკზე ყავისფერი, ნახერხის მსგავსი ექსკრემენტები შენიშნეთ, დიდი ალბათობით, ეს სწორედ ნაყოფჭამიების გაჩენაზე მიუთითებს. მათი გავრცელების პრევენციისა და ნაყოფის დაზიანებისგან დასაცავად, გრაფოლიტა პრო ქეფსს – ფერომონიან მისატყუარაზე დაფუძნებულ საშუალებას გაგაცნობთ, რომელიც ეფექტურობის გარდა, უსაფრთხოებითაც გამოირჩევა.

როგორ მოქმედებს გრაფოლიტა პრო ქეფსი?

ფერომონი მწერების მიერ ნაწარმოები ნივთიერებაა, რომელიც მწერების ერთი და იმავე სახეობებს შორის მუშაობს, როგორც სიგნალი. გრაფოლიტა პრო ქეფსში გამოყენებულია მდედრობითი ნაყოფჭამიების მიერ წარმოქმნილი სქესობრივი ფერომონების მსგავსი ნივთიერება, რომელიც ზრდასრულ მამრებს იზიდავს და ხაფანგში აბამს. ეს მეთოდი მონიტორინგის ეფექტური საშუალებაა – ის მავნებლის გამოსვლის აღმოჩენისა და მათი გავრცელების დონის შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს. ამგვარად, გვეხმარება სამკურნალო მოქმედებების დროულად დაწყებასა თუ აქამდე ჩატარებული წამლობის ეფექტიანობის გაზომვაში.

აღმოსავლური ნაყოფჭამიები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან ისეთ კულტურებს, როგორებიცაა ატამი, ვაშლი, გარგარი, მსხალი, ქლიავი და სხვა. რადგანაც ისინი გაზაფხულის დასაწყისიდან იწყებენ გავრცელებას, მნიშვნელოვანია მათი მონიტორინგი მარტის თვიდან დაიწყოს.

გაითვალისწინეთ, რომ გრაფოლიტა პრო ქეფსი მავნებლების მართვის სელექციური მეთოდია ანუ მიმართულია მხოლოდ ნაყოფჭამიების პრევენციისკენ და უვნებელია ფლორა-ფაუნისთვის. ასევე, არ წარმოქმნის ნაშთებს და არ იწვევს რეზისტენტობას. ამ უპირატესობების გამო, მისი გამოყენება დაშვებულია ბიომეურნეობებშიც.

გრაფოლიტა პრო ქეფსზე მეტის გასაგებად გადადით ბმულზე, გვეწვიეთ ჩვენს მაღაზიათა ქსელში ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 322 500 900.

[პარტნიორის კონტენტი]

გვირილობა – ნახეთ, ქუთაისის ინსპირაციით შექმნილი საქართველოს ბანკის ახალი ვიდეო

GOGUTSA – როგორ აღმოჩნდა მამაკაცის ქართული სამოსი ტოკიოს გამოფენაზე