in

NB-AI — ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ AI მოდელი შექმნა

M2

ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარებად ლანდშაფტს NBA-იც არ ჩამორჩენილა — ლიგის ყოველწლიურ ტექნიკურ სამიტზე NB-AI წარადგინეს. ეს უკანასკნელი ხმოვანი ასისტენტია, რომელიც გენერაციულ AI ტექნოლოგიას გამოიყენებს ლაივ თამაშების პერსონალიზებული გამოცდილების შესათავაზებლად.

სიმულაციის დროს NBA-ის წარმომადგენელმა, ადამ სილვერმა, სისტემას თამაშის გადაღება და მისი სხვა ფორმატში გაცოცხლება სთხოვა. ასე იქცნენ რეალური კალათბურთელები ანიმაციურ პერსონაჟებად. ამავდროულად, დაემატა მუსიკა და ციფრული ეფექტები.

ამჟამად ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მომხმარებელთა ჩართულობის უმეტესი ნაწილი ტექსტურ ან ხმოვან მოთხოვნებს ეხება. თუმცა კომპანიები სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ალგორითმულად გენერირებულ ვიდეოზე. რამდენიმე დღის წინ OpenAI-მ „ტექსტი-ვიდეო“ მოდელი, Sora წარადგინა. მსგავსი ინიციატივის ნაწილია NBA-ის უახლესი სისტემაც, რომელიც მისივე აპლიკაციაშია ჩაინტეგრირებული — ზემოხსენებული გენერირების პარალელურად კი, სპორტთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებაც შეუძლია.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ სამღებრო-სათუნუქე სივრცისა და ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გამართა

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის ერთ-ერთი მთავარი თემა 5G იქნება