სულ ცოტა ხნის წინ საბურთალოზე კიდევ ერთი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა, „NB ციფრული ორთოდონტია და ბავშვთა სტომატოლოგია“, რომელიც მაღალკვალიფიციური, პროფესიონალ ექიმთა გუნდითა და უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით დაკომპლექტდა.
„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“, ექიმმა-ორთოდონტმა, ნინო ბერიძემ 2010 წელს დააფუძნა და პაციენტებს მაშინდელი ქართული რეალობისთვის ინოვაციური მეთოდებით მუშაობა და განსაკუთრებული მომსახურება შესთავაზა, რის გამოც მალევე მოიპოვა პაციენტების სიყვარული და აღიარება.
14-წლიანი საქმიანობის შედეგად კი ნინო ბერიძის კლინიკამ გაფართოების გეგმები დაისახა და რებრენდინგიც მოახდინა.
ერთიანი სამედიცინო სივრცის კონცეფციით შექმნილი 2 ფილიალი NB Dental-ის ქუდის ქვეშ გაერთიანდა: „ნბ ციფრული ორთოდონტია და ბავშვთა სტომატოლოგია“ და „ნბ დენტალ“.
ნბ კლინიკებში დანერგილი უახლესი მეთოდები და ციფრული ტექნოლოგიებით მკურნალობის შესაძლებლობა ახლებური დენტალური გამოცდილების საშუალებას იძლევა, რომელიც ასოცირდება კომფორტულ პროცედურებთან, მკურნალობის შემცირებულ დროსთან, გაუმჯობესებულ დიაგნოსტიკასა და ეფექტიანობასთან.
კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ერთ სივრცეში მიიღონ სრული ორთოდონტიული და პედიატრიული მომსახურება: ბავშვთა და მოზრდილთა ორთოდონტია, ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია, ბავშვთა ქირურგია, ბავშვთა დენტალური ტრავმები, ადაპტაცია, პრევენცია, დიაგნოსტიკა და სხვა.
აქ დაგხვდებათ:
- ორთოდონტებისა და ბავშვთა სტომატოლოგების პროფესიონალი და მეგობრული გუნდი;
- უახლესი დანადგარებით აღჭურვილი კეთილმოწყობილი და ადაპტირებული ოფისი;
- კომფორტული მოსაცდელი სივრცეები და ლამაზი ინტერიერი;
- TV ეკრანები კაბინეტებში;
- ინტერაქციული მოსაცდელი ზონა პატარებისთვის;
ნინო ბერიძის კლინიკებში დანერგილი უახლესი მეთოდები და ციფრული ტექნოლოგიებით მკურნალობის შესაძლებლობა ახლებური დენტალური გამოცდილების საშუალებას იძლევა, რაც ასოცირდება მკურნალობის შემცირებულ დროსთან, გაუმჯობესებულ დიაგნოსტიკასა და ეფექტურობასთან, კომფორტულ პროცედურებთან, რასაც, შედეგად, ბედნიერი, თავდაჯერებული ღიმილი მოაქვს.
კლინიკა პაციენტებს ყოველდღე (კვირის გარდა), 10:00-20:00 საათებში ემსახურება.
პაციენტების წინასწარი ჩაწერისთვის ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 2 32 22 27.
„NB ციფრული ორთოდონტია და ბავშვთა სტომატოლოგია” საბურთალოზე, დავით თავხელიძის # 1-ში მდებარეობს.
[R]