Wilson Sporting Goods-მა, როგორც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ბურთების ოფიციალურმა შემქმნელმა, პროდუქტის დასახვეწად ახალი გზა იპოვა. საუბარია 3D პრინტერით დაბეჭდილ, უჰაერო ბურთის პროტოტიპზე — მისი დებიუტი AT&T Slam Dunk Contest-ის პირველ რაუნდში შედგა და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა.
მართალია, ახალი ბურთი ტრადიციულის მსგავსი წონითა და ფორმით, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ გაბერვას არ საჭიროებს. ყველა საჭირო ფუნქციას, რაც კალათბურთის სათამაშოდაა საჭირო, მისი კონსტრუქცია ასრულებს. და მიუხედავად იმისა, რომ დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა, 3D ბურთი არ ჩაანაცვლებს ძველს — როგორც Wilson ამტკიცებს, პროდუქტი უფრო მეტად იმის სიმბოლიზაციას წარმოადგენს, თუ როგორ იქცა ინოვაციებისადმი ერთგულება კომპანიის აპრობირებულ მიდგომად. „ეს მხოლოდ წერტილია განვითარების გზაზე“, — ამბობს ბობ თურმანი, ბრენდის ინოვაციების ვიცე-პრეზიდენტი.
ამავდროულად, Wilson-ის განცხადებით, პროტოტიპს გარკვეული კორექტირება სჭირდება, ვიდრე მთელ მსოფლიოში დაიწყებენ პარალელურ გამოყენებას. „თუმცა სავსე ვართ შესაძლებლობებით, რასაც ეს ბურთიც გამოხატავს. ეს არის ინოვაცია, საზღვრების დასარღვევად და წარმოსახვის გასაფართოებლად“, — დასძენს თურმანი.