NBA პირველი სეზონური ტურნირისთვის ემზადება, რომელიც 3 ნოემბერს დაიწყება. ლიგამ კი ოფიციალური კორტები გამოავლინა, რომლებიც ამ სპეციალურ თამაშებს უმასპინძლებენ. ამ შემთხვევაში საინტერესოა კორტების დიზაინი — თითოეული მათგანი გუნდების საკულტო ემბლემებით და მკვეთრი ფერებით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NBA-მ კორტები სრულად შეღება და ხის დეტალები არ ჩანს. ამჯერად მთლიანად ფერადოვან გამას ვხედავთ, ცენტრში კი NBA-ის დიდი თასია წარმოდგენილი. ასევე, წარმოდგენილია გუნდების ლოგოები.



















