in

მარიამ ჯაყელი საქართველოს ეროვნული ბანკიდან EBRD-ის სათავო ოფისს შეუერთდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი მარიამ ჯაყელი ლონდონში, European Bank for Reconstruction and Development (EBRD)-ის სათავო ოფისში გააგრძელებს საქმიანობას.

ყოველთვის გჯეროდეს შენი შესაძლებლობების და არასდროს შეწყვიტო სწავლა“, – ასეთია მისი წარმატების ფორმულა.

მარიამ ჯაყელი ეროვნული ბანკის გუნდს 2018 წელს შეუერთდა. ის, ჯერ არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის, შემდეგ კი საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტში, კორპორაციული მართვისა და რესურსების ანალიზის განყოფილებაში მუშაობდა. 3 წლის განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული არასაბანკო დაწესებულებებისთვის ახალი რეგულაციების შემუშავებისა და ზედამხედველობის პროცესში, ასევე – კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსში შესატანი ცვლილებების შემუშავების პროცესში. მარიამი მონაწილეობდა International Monetary Fund-ის ტექნიკურ მისიასა და TWINNING-ის პროექტებში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მისთვის არის ადგილი, სადაც გუნდურობა, პროფესიონალიზმი და ურთიერთპატივისცემა, ყოველდღიურობის ნაწილია.

მარიამი ფლობს SUNY Empire State College-ის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო და ეკონომიკურ ურთიერთობებში.

წარმატებაზე მეტად, ახალ გამოწვევას და მშვენიერი თავგადასავლის დასაწყისს დავარქმევდი ამ ამბავს. რაც შეეხება მის მნიშვნელობას, მინდა, ჩემს მაგალითზე ყველას სჯეროდეს, იმ უნიკალური სუპერძალის, რასაც ოცნებების ახდენა ჰქვია“, – ამბობს მარიამ ჯაყელი.

 

[R]

ვარდისფერის სხვადასხვა ელფერი ცქრიალა როზეს ეტიკეტზე

ერთი წუთით! – ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ აუმჯობესებს შეხვედრების მსვლელობაში ჩარევა მის ინკლუზიურობას