in

ამ სათვალეს NBA-ის გამარჯვებულები მოირგებენ

75 წლის იუბილეს აღსანიშნავად, NBA და ESPN სპეციალურად შექმნილ გამარჯვების სათვალეს გვთავაზობს. დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ სათვალეებს NBA-ის გამარჯვებული გუნდის წევრები მოირგებენ.

Matador Project-ისა და Arts & Letters Creative Co-ს მიერ შექმნილ სათვალეს სარკისებური ვიზუალი აქვს, ამასთან, ელეგანტური ოქროსფრითა და შავი გარე ზოლით არის წარმოდგენილი. თუ დააკვირდებით, მასზე NBA 75-სა და ESPN-ს ლოგოებსაც მარტივად შეამჩნევთ. 

გვინდოდა, 75-ე საიუბილეო სეზონისთვის NBA-სთან პარტნიორობა სხვა დონეზე გადაგვეყვანა და ვიფიქრეთ, რომ ამ მიზნით გამარჯვებულებისთვის სათვალის შექმნა შესანიშნავი იქნებოდა. ეს ხანგრძლივი მოგზაურობის ბოლო ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ კი მოუთმენლად ველით იმის გაგებას, თუ ვინ მოიგებს და იზეიმებს ამ სტილით, — ამბობს ემეკა ოფოდაილი, ESPN-ის სპორტული მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი.

გამოდის, უკვე დროა, ფსონები იმ გუნდებზე დადოთ, რომელზეც ფიქრობთ, რომ გამარჯვების სათვალეებს გაიკეთებენ…

“Mannequin Spectators” — კამპანიის ფარგლებში სპექტაკლებს მანეკენები ესწრებოდნენ

თბილისში Renault Trucks-ის პირველი ცენტრი გაიხსნა – პრემიუმ ბრენდის კომერციულ ავტომანქანებს რეგიონში ,,თეგეტა“ წარმოადგენს