75 წლის აღსანიშნად, NBC Nightly News უჩვეულო ვიზუალის ახალ N ლოგოს წარმოგვიდგენს, რომელიც მაყურებელთა რჩეული, პატარა ციფრული ეკრანებისთვის შეიქმნა. ახალი ლოგო მეტად თანამედროვეა, თითქოს, ორი ურთიერთსაპირისპირო სარკისებრი V-სგან მიიღეს. ასე კი მონოგრამული ლოგოების უახლეს ტრენდს უერთდება, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის ახალი…
ამ გადაწყვეტილებას NBC-ში საკმაოდ მარტივად ხსნიან — თუ დაწერილ სიტყვას რაღაცის წარმოდგენა შეუძლია, ამ სიტყვის პირველი ასო მას მეტად ეფექტურად წარმოაჩენს. თუმცა აქ დიფერენციაცია არც ისეთი მარტივი ამოცანაა… აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ 1925 წელს ეს ტენდენცია ვირუსული გახდა და კომბინაციების დარეგისტრირებულმა რიცხვმა თითქმის 25 000-ს გადააჭარბა. ვარაუდობდნენ, რომ ეს მანამ არ დამთავრდებოდა, სანამ ასო-ბგერების კომბინაციები ამოიწურებოდა.
თუმცა აქვე იმასაც ამბობდნენ, რომ კომპანიის ინიციალების სავაჭრო ნიშნად გამოყენება მის ცნობადობაზე მიგვანიშნებდა. მსგავსი მონოგრამები 1960-იან და 70-იან წლებშიც ფართოდ გამოიყენებოდა და IBM-ის მსგავსი სახელები კვლავ მოდაში იყო. თუ ადრე ასეთი ლოგოების რაოდენობა მხოლოდ 1%-ს შეადგენდა, შემდგომში 4%-მდე გაიზარდა და მისი ნაკლოვანებებიც გამოავლინა. მაგალითად 1976 წელს NBC-ის საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია — ახალი აბსტრაქტული N ლოგო გამოაქვეყნა, რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ იგი ნებრასკას საზოგადოებრივი ტელევიზიის ლოგოს ძალიან ჰგავდა:
უკვე 1990-იანი წლებისთვის ეს მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა, თუმცა ცვლილება დროებითი აღმოჩნდა — სმარტფონების აპლიკაციებისთვის ასეთი ლოგოს გამოყენება მეტად პრაქტიკული იყო. აქ ნეტფლიქსიც გავიხსენოთ, ძირითად ლოგოდ კი სრულ დასახელებას იყენებს, მაგრამ აპლიკაციას N ლოგოთი წარმოგვიდგენს. განსხვავებული სტილისა და ასოების ფორმის წყალობით კი, NBC-ის ლოგოში არავის აერევა. ამგვარად, მათ ნებრასკას ფიასკოს გამოცდა ხელახლა აღარც მოუწევთ.
ლოგოების არევის საკითხი უკვე კი განვიხილეთ, მაგრამ ეს მონაცემების გაანალიზებისას მაინც პრობლემატური რჩება — ყველაზე მეტად გამოყენებული ინიციალებია S, M, A, C და B, ხოლო ყველაზე იშვიათად Q, L, U, J და Y. სავაჭრო ნიშნების უმეტესობა ინიციალებით X, Q და Z იწყება… გამოდის, რაც უნდა გამორჩეული იყოს ბრენდის მონოგრამული ლოგოს დიზაინი, იგი ვერ დაისაკუთრებს მას და ვერც იმ მნიშვნელობებს გააკონტროლებს, რომლებსაც სხვადასხვა პირისა თუ ორგანიზაციის გამოყენების შედეგად შეიძენს.