in

NBC-მ ლოგო განაახლა, თუმცა ცვლილება ვერავინ შენიშნა

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეუმჩნევია, NBC-მ ლოგო განაახლა და მისი ბუმბული უფრო ფერადია, ვიდრე ოდესმე. უკვე რამდენიმე თვეა, ქსელი ჩუმად ავსებს თავის რეკლამებს განახლებული ლოგოთი, რაც არავის აკვირვებს — გარდა დეტალებზე ორიენტირებული თვალებისა.

მაუწყებელმა განახლება NewscastStudio-სთან დაადასტურა. ახალი ვიზუალი ექვსფერიანი Chermayeff & Geismar ემბლემის განახლებას წარმოადგენს. წინამორბედი კი სამაუწყებლო კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვან ეტაპს ასახავს — ფერად პროგრამირებაზე გადასვლას. ახალ ვერსიაში კი ორიგინალს თეთრი გარშემოწერილობა სცილდება. ამავდროულად, ფერებს შორის სივრცე გაიზარდა.

ცხადია, NBC-ის ბრენდინგი უფრო მბზინავია. ქსელი განმარტავს, რომ იგი ამ ლოგოს ვიზუალური თანმიმდევრულობისთვის იყენებს — ფერები ემთხვევა მისი სტრიმინგის სერვისის Peacock-ის ექვსპუნქტიან კომპლექტს.

NewscastStudio-ს ცნობით, შემოდგომაზე, NBC-მ მადლიერებისა და შობის დღესასწაულების წინ განახლებული რეკლამების გაშვება დაიწყო. როგორც ჩანს, გულშემატკივრებს ეს ცვლილება არ აწუხებდათ; სინამდვილეში, ცოტამ თუ შენიშნა დახვეწილი განსხვავება.

ასევე, NBC უფრო თამამ, ახალ შრიფტს იღებს, სახელწოდებით NBC Tinker. უბრალოდ, კომპანიას არ დაუსახელებია, რომელ სააგენტოსთან მუშაობდა განახლებაზე. თანაც, ის ჯერ კიდევ შეთავაზებებისთვის სრული და თანმიმდევრული ვიზუალური იდენტობის შექმნის პროცესშია.

რა არის ძილის აპნოე და როგორ აპირებენ მის მკურნალობას?

რა ეტაპები შეიძლება გაიაროთ დასაქმების პროცესში?