NBC, ანუ National Broadcasting Company, ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 1920‑იან წლებში გამოჩნდა. ეს ის დროა, როცა რადიო, როგორც მასობრივი საშუალება, იწყებდა განვითარებას. მაშინ ძალიან რევოლუციურად ჟღერდა იდეა – ერთიანი ქსელი, სადაც მთელი ერი ერთად მოუსმენდა მაუწყებლობას. ეს ჩანაფიქრი განახორციელა დევიდ სარნოფმარომელიც იმ დროისთვის იყო Radio Corporation of America (RCA)‑ს გენერალური მენეჯერი და უკვე ხედავდა, რომ რადიო მხოლოდ რიგითი ტექნოლოგიური ნაბიჯი კი არა, კულტურული და კომერციული პლატფორმაც იყო.
კომპანიის დაფუძნება
NBC ოფიციალურად დაფუძნდა 1926 წლის 15 ნოემბერს, როგორც RCA‑ს შვილობილი კომპანია, რომელსაც ჰყავდა ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა: General Electric Company (GE), Westinghouse Electric Corporation და AT&T. ამ ნაბიჯმა სერიოზულად შეცვალა მაშინდელი მაუწყებლობის ფორმატი, აშშ‑ში პირველი მუდმივი რადიოქსელი შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელი ორგანიზაციები ტექნოლოგიური და საინჟინრო კომპანიები იყვნენ, დევიდ სარნოფის ხედვა საბაზრო, საზოგადოებრივ და კომერციულ მედიაში დიდ მნიშვნელობად იქცა. პირველი მაუწყებლობა შედგა რადიოში, შემდგომ კი ქსელი გადაერთო ტელევიზიასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზეც.
სპორტი, ტელევიზია და ადაპტაცია
შიდა რადიოქსელის განვითარების შემდეგ კომპანიამ პირველი ნომინალური სატელევიზიო სერვისის მიწოდებისკენაც გადადგა ნაბიჯი. მაგალითად, 1939 წელს NBC-მ დაიწყო ტელევიზიით ამბის გაშვების ახალი ერა – მან პირდაპირი ტრანსლაცია განახორციელა ნიუ‑იორკის მსოფლიო გამოფენიდან.
მანამდე NBC ავითარებდა ტექნოლოგიურ უნარებს, მათ შორის, ფერადი ტელევიზიის სისტემას. 1953 წელს ფერადი ტელევიზიის გადამცემი სისტემა დადასტურდა ინდუსტრიის სტანდარტად, რომლითაც NBC ერთ‑ერთი ლიდერი გახდა. ამასთანაა დაკავშირებული ბრენდის ლოგოც, რომელიც 1956 წელს დაინერგა კომპანიის ადრეული ფერადი მაუწყებლობის ინოვაციების პოპულარიზაციის მიზნით. ამის გამო კომპანიას ზოგჯერ Peacock Network-საც უწოდებენ.
ამის გარდა, NBC აქტიურად ქმნიდა ისეთ შოუებს, როგორებიცაა „Meet the Press“ (1947‑ში), „Today“ (1952‑ში) და „The Tonight Show“ (1954‑ში) — მათმა სერიულმა მაუწყებლობამ დღემდე დიდი გავლენა მოახდინა ინდუსტრიის განვითარებასა და სატელევიზიო შოუების მიმართ მაყურებლის სიყვარულის ჩამოყალიბებაზე.
წარმატებული ეტაპები
NBC‑ს ბევრი წარმატება ჰქონდა, თუმცა რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვყოთ:
- 1980‑იანი წლებიდან და 1990‑იანი წლების დასაწყისიდან ქსელმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სატელევიზიო შინაარსის, კომედიური სერიალებისა და დრამების მიმართულებით. მაგალითად, სერიალები „Cheers“, „The Cosby Show“, „Seinfeld“, „Friends“ და „ER“;
- NBC-მ ასევე გააფართოვა თავისი პორტფელი ისეთი ნიშური არხების მიმართულებით, როგორიცაა ბიზნეს-საინფორმაციო არხი CNBC, ასევე, პოლიტიკური სიახლეების არხი MSNBC, რომელიც Microsoft‑თან პარტნიორობით შექმნა;
- ტექნოლოგიური ინოვაციები – მაგალითისთვის, NBC იყო ერთ‑ერთი პირველთა შორის, რომელმაც ფერადი გადაცემა დანერგა და სატელიტური გადასაცემი სისტემები ააგო (Skycom) 1980‑იან წლებში.
დღევანდელი მდგომარეობა
როგორც ნებისმიერი მასობრივი მედიაკორპორაცია XXI საუკუნეში, NBC-ც განიცდის გამოწვევებს, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია – სტიმინგი და ონლაინპლატფორმები.
კონკურენცია – დღეს მას ისეთი კომპანიები უწევენ კონკურენციას, როგორებიცაა Netflix, Amazon, Disney+, YouTube და სხვა, ამიტომ NBC‑ისთვის აუცილებელია ინოვაციებით გამოირჩეოდეს.
კონტენტის ხარისხი – კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელსაც ბრენდი მეტ-ნაკლებად უმკლავდება. აუდიტორიის შენარჩუნება მოითხოვს, რომ მუდმივად კარგი შოუები გადიოდეს, ბრენდის ფუნდამენტების რყევა არ უნდა მოხდეს, სახელწოდებები ისეთი უნდა იყოს, რომ ხმამაღლა ჟღერდეს.
NBC მედიის განვითარებისა და კომერციული წარმატების ისტორიაა. დაწყებული რადიოდან, ტელევიზიასა და ფართო მედიაკომპანიაზე გადასვლით, თანამედროვე პლატფორმების სამყაროში დღემდე მშვიდად და პოზიციონერულად დგას. NBC არის ბრენდი თავისი ძირითადი ღირებულებებით: ინოვაცია, მასობრივი წვდომა, მრავალფეროვანი შინაარსი, რაც ეხმარება, რომ დარჩეს მასობრივი მედიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ.
NBC-ს შტაბ-ბინა ნიუ-იორკში, როკფელერ ცენტრის Comcast Building-ში მდებარეობს, რომელიც დიდი ხანია, ქსელის „საცხოვრებელ ადგილად” იქცა. ასევე, აქვს ოფისები NBC Tower ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.











