in

“NBC”-ის და “ABC”-ის მიერ დაბლოკილი “Lane Bryant”-ის “plus-size” მოდელები

ქალის ტანსაცმლის “Lane Bryant”-ის რეკლამა, რომელშიც “plus-size”-ის მოდელები მონაწილეობენ ორმა ტელეარხმა “NBC” და “ABC”-მ დაბლოკა.

დაბლოკვის მიზეზი ძირითადად ადამიანის შეურაცხმყოფელი სიუჟეტი, ზედმეტი სიშიშვლე ან პორნოგრაფიაა. “Lane Bryant”-ის შემთხვევაში საქმე რეკლამის და ტელეკომპანიის განსხვავებულ ხედვაშია.

ვიდეოში “plus-size”-ის მოდელი ეშლი გრემი საკუთარი სხეულის დემონსტრირებას ახდენს და მის სიძლიერესა და სექსუალურობაზე აკეთებს აქცენტს. მეორე მოდელი, რომელსაც ბავშვი უკავია აცხადებს, რომ მისი სხეული სიყვარულისთვის შეიქმნა.

“NBC” და “ABC”-ი ვიდეოს დაბლოკვის ოფიციალურ მიზეზს არ აქვეყნებს. ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ზედმეტი სიშიშვლე მოიაზრება. “Lane Bryant”-ის თქმით სხვა სარეკლამორგოლებიც არსებობს, რომლებშიც შიშველი სხეული ჩანს, მაგრამ მათი ვიდეორგოლის პრობლემა “plus-size”-ის მოდელებია.

“Heineken”-ი და “ჩემპიონთა ლიგა” მეგობრების შეკრების მიზეზია

გინდა მანქანა 50 ლარად? – გრანდიოზული გათამაშება და ვიქტორინა ისთ ფოინთისგან