in

აწონ-დაწონე რისკები! დაფიქრდი, სანამ ბინას ჩადებდე!

“აწონ-დაწონე რისკები”- საინფორმაციო კამპანია, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს. იგი ფულად ვალდებულებებსა და მის შესაძლო შედეგებზეა.
როგორც ამბობენ “Mentesh Production”-ის მიერ გადაღებული ვიდეო რგოლი კომუნიკაციის პირველი საფეხურია. ნახეთ ვიდეო

BOG

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბესიკ ლილუაშვილი ამბობს, რომ მათი მიზანია მოუწოდონ მოსახლეობას, სწორად შეაფასონ რისკები, რომელიც შესაძლოა, ფულად ვალდებულებას მოჰყვეს.
ასეთი სახის კამპანია არსებულმა ვითარებამ გამოიწვია. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის მონაცემებით, განხორციელდა 111 გამოსახლება, აუქციონზე გაიყიდა 500-ზე მეტი სახლი, 960 მიწის ნაკვეთი.  თუმცა, ეს მონაცემები არასრულია, რადგან იგივე ფუნქცია კერძო აღმასრულებლებსა და ნოტარიუსებსაც აქვთ.
ბესიკ ლილუაშვილის თქმით, ხშირად, მოვალეები, უყურადღებობისა და არაინფორმირებულობის გამო , არ აფასებენ რისკებს, რაც შეიძლება ფულად ვალდებულებებს მოჰყვეს.
ბესო ლილუაშვილი“ჩვენი მიზანია, სესხის აღებისას სწორად შეაფასონ რისკები, რა შეიძლება მოჰყვეს ამას, თუ სასურველი სცენარით არ განვითარდება მოვლენები. გარდა ამისა, გვინდა მოსახლეობას ავუხსნათ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თვითმიზანი არ არის მათი გამოსახლება. ჩვენი ვალდებულებაა აღვასრულოთ განაჩენი ან დადგენილება, რომელიც უკვე არის შედეგი. ეს შედეგი კი, ხშირად , არაინფორმირებულობისა და რისკების არასწორად შეფასების გამო დგება. გვინდა, სწორედ ეს გაითვალისწინონ და შეაფასონ რისკები, აწონ-დაწონონ რა შეიძლება მოჰყვეს ფულად ვალდებულებას”.
ბესიკ ლილუაშვილი ამბობს, რომ ასეთი სოციალური თემატიკის რგოლების გადაღება, მასში მთავარი მესიჯის წარმოჩენა, საკმაოდ, რთულია.

სტუდია “Mentesh Production”-ის რეჟისორი ზურა მენთეშაშვილის თქმით, ნებისმიერი სხვა ვიდეოსგან განსხვავებულია სოციალური რგოლის დამზადების პრინციპი და არ იყო მარტივი სოციალური თემატიკის, და, თანაც, ასეთ საკითხზე, ვიდეოს გადაღება. რეჟისორის აზრით, ასეთი ტიპის საინფორმაციო რგოლებს ყოველთვის აქვს შედეგი, თუმცა, რთულია ზუსტად მოძებნო ფორმა, რომ საზოგადოებამდე გზავნილი სწორად და ეფექტურად მიიტანო.

Zura_Menteshashvili“პირველი ვერსია, რომ გადავიღეთ, აბსოლუტურად სხვა რამ იყო. განსხვავდებოდა იმისგან, რაც, რეალურად იყო მთავარი სათქმელი. შემდეგ გამოსახლების რეალური კადრები ვნახეთ და ასე გაჩნდა ის, რაც უკვე მაყურებელმა ნახა, ფაქტობრივად, რეალურ მოვლენებზეა რგოლი გადაღებული. თუ მიღებულ “ფიდბექს “ გავითვალისწინებთ, ამ რგოლმა იმოქმედა საზოგადოებაზე. ვფიქრობ, ვიდეომ თავისი საქმე გააკეთა , მიეტანა საზოგადოებამდე ის გზავნილი, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის მათი “მტერი”. – ამბობს ზურა მენთეშაშვილი.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით მასშტაბურ კამპანიაზე მუშაობენ. იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. პერმანენტულად გაავრცელებენ საინფორმაციო ბუკლეტებს, რა შეიძლება მოჰყვეს ფულად ვალდებულებებს და მის შეუსრულებლობას. აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ცნობიერების ასამაღლებლად, უფასო საკონსულტაციო ჯგუფის შექმნასაც გეგმავენ, რათა მოქალაქეებმა სესხის აღებამდე მიიღონ სრული ინფორმაცია ამ მომსახურებასა და მის შედეგებზე.

ქართული ჩაი 1938-1946 წლები

Must see

ქართულმა სარეკლამო კომპანიამ ყველა ავტომობილი დააჯარიმა!