ბავშვი, რომელიც ჩვენ შიგნით ცხოვრობს, ითხოვს ყურადღებას, იმის მიუხედავად, სად იმყოფება და როგორ პირობებში. წელს, უკრაინაში მიმდინარე ომმა უამრავ ბავშვს მოაკლო საშუალება იგრძნოს თავი ბავშვად და მათთვის ამის სათანადოდ ანაზღაურება ძალიან ძნელია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების გაფერადებაში. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, სპეციალური ღონისძიება გამართა. შეხვედრის ფარგლებში, ქართველი და უკრაინელი ბავშვები ცხობის კულტურას ეზიარენ და კერამიკის მასტერკლასში ჩაერთნენ. ნახეთ, როგორი იყო ბავშვთა დაცვის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება.
ეროვნულმა ბანკმა ბავშვთა დაცვის დღე ქართველ და უკრაინელ ბავშვებს მიუძღვნა
