in

რა უნდა იცოდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ?

რა ფუნქციები აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს?

პირველმა ცენტრალურმა ბანკმა საქართველოში 1919 წელს დაიდო ბინა. დღეს, მას საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით ვიცნობთ. დაახლოებით, ასი წლის წინ კი, ის ამ შენობაში იყო განთავსებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი, დღევანდელი სახით, 1991 წლიდან არსებობს და რამდენიმე ძირითად ფუნქციას ასრულებს:

ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობაზე მუშაობს

სებ-ის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. ეს გულისხმობს ინფლაციის ზრდის დაბალი და პროგნოზირებადი ტემპის უზრუნველყოფას.

 ზედამხედველობს საფინანსო სექტორს

ეს არამხოლოდ საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვისაა საჭირო, არამედ, სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვასაც ემსახურება.

ეროვნული ბანკი ფინანსურ სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი

ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა, გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას შეუწყოს ხელი.

მასვე ევალება ფულის ემისია

მხოლოდ ეროვნული ბანკია უფლებამოსილი, საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნები გამოუშვას. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება  დაამზადოს საკოლექციო ნიშნები.

იცავს მომხმარებელთა უფლებებს

საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი  პრიორიტეტია ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. სწორედ ამ მიზნით, 2011 წლის მაისში, საქართველოს ეროვნულ ბანკში მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება შეიქმნა. განყოფილების ამოცანაა საქართველოს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემატური მონიტორინგი.

 

[R]

კორეაში კინოთეატრების ეკრანებს გეიმერები სათამაშოდ იყენებენ

ფრთხილად! თაღლითური ჯგუფი Mymarket-ის მომხმარებლებზე შეტევას ახორციელებს!