საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG ერთობლივი პრინტ კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. პრინტ კონკურსის მონაწილეთა ამოცანა იყო საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლება. ეს კი გულისხმობს, ყველა მოწყობილობის დაცვას, რომელთა საშუალებითაც საკუთარ ფინანსებს განვკარგავთ (კომპიუტერი, ლეპტოპი, სმარტფონი, ა.შ). ასევე, მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაციის დაცვას (როგორიცაა: პირადი ნომერი, ბარათის პინ კოდი და ა.შ). კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ საინფორმაციო პოსტერი, რომელიც მოქალაქეს მოუწოდებს სიფრთხილისკენ საკუთარი პერსონალური და საბანკო/საფინანსო ინფორმაციის გაცემისას.
პრინტ კონკურსში მონაწილეობა ACAG-ის წევრი სააგენტოებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
ნამუშევრები შეაფასეს თავად კონკურსში მონაწილე სააგენტოებმა. ამ შედეგების შესაბამისად, სააგენტოებმა დამატებითი სარეიტინგო ქულები მოიპოვეს. შესაბამისად, განახლდა ACAG-ის წლიური რეიტინგი, რომელსაც დეტალურად ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ. შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად, ACAG წლის კრეატიულ სააგენტოსა და წლის დიზაინ სტუდიას გამოავლენს.
შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი 4MEDIA-ს პრინტმა მოიპოვა, ხოლო ACAG-ის სარეიტინგო სისტემაში საკუთარი შედეგი 22.5 ქულით გააუმჯობესა. სააგენტოს ნამუშევარი თბილისის ქუჩებსა და პარტნიორ მედია არხებში განთავსდება.
მეორე ადგილის მფლობელი Kraken გახდა. ამავდროულად, ACAG-ის რეიტინგში სააგენტოს მაჩვენებელი 10.5 ქულით გაიზარდა.
მესამე ადგილი კი Saatchi & Saatchi Tbilisi-ს ერგო, ხოლო ACAG-ის სარეიტინგო სისტემაში 4.5 ქულით დაწინაურდა.
ამ შედეგებით კრეატიული სააგენტოების რეიტინგში Kraken-მა გაიმყარა პოზიციები და 60 ქულით პირველ ადგილზეა. კრეატიული სააგენტოების რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა 4MEDIA-მ. რაც შეეხება დიზაინ სტუდიის რეიტინგს, 1-2 ადგილს აქაც Kraken და 4MEDIA ინაწილებენ.
აქვე, შეგიძლიათ იხილოთ ყველა ნამუშევარი და ქულები, რომლებიც სააგენტოებმა დააგროვეს.
Elliot





შეფასებები ასე განაწილდა: