in

ეროვნული ბანკი ეკონომისტის პროფესიის პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდებს შეხვდა

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. ეკონომისტის პროფესიის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესაუბრა.

სპიკერებმა, გიორგი ბაქრაძემ და ქეთევან ახალკაცმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, დეტალურად გააცნეს ქვეყნის ცენტრალური ბანკის საქმიანობა, მისი ძირითადი ფუნქციები და განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრის მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

ეროვნული ბანკი წელიწადში რამდენჯერმე ატარებს ახალგაზრდა ეკონომისტებისთვის კონკურსს, რომელიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენას ისახავს მიზნად.

აქვე გაგაცნობთ სამაგისტრო კვლევითი კონკურსის გამარჯვებულის, ჯულია ავლოხაშვილის ამბავს, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსში პირველობა 2020 წელს მოიპოვა და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

„ბიონიკური მეთოდით“ წაკითხვას უფრო სწრაფად შეძლებთ

Adidas x Gucci $1290-იანი ქოლგა, რომელიც წვიმისგან ვერ დაგიცავთ