in

ეროვნული ბანკის გუნდის წევრები ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ

„ინფლაცია“ – ეს ტერმინი ხშირად გვესმის და ვიცით, რომ მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აქვს გავლენა. თუმცა, რის გაკეთებაა მიზანშეწონილი მასთან გასამკლავებლად? ასეთ დროს საინტერესოა, რა როლი აქვს ინფლაციასთან ბრძოლაში საქართველოს ეროვნულ ბანკს და რა ბერკეტებს ფლობს ის. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვიდეორგოლები მოამზადა, სადაც აქტუალურ კითხვებზე მიიღებთ პასუხს. რა არის ინფლაციის მოლოდინი და რა კავშირი აქვს მას მიმდინარე ინფლაციასთან? იმ პირობებში, როდესაც ინფლაცია გლობალური გამოწვევაა, რა არის ასეთი გარემოს გამომწვევი მიზეზი და რა გზით გადმოეცემა საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული საკვები პროდუქტებისა და საწვავის გაძვირება საქართველოს? რა დილემის წინაშე დგას ცენტრალური ბანკი და როგორ ცდილობს ბალანსის სწორად დაცვას? ამ საკითხებზე საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდის წევრები საუბრობენ – მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი, თამთა სოფრომაძე, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი და მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსი, დავით თუთბერიძე.

[პარტნიორის კონტენტი]

Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია

ნახეთ: დიორამები, რომლებიც არქიტექტურულ ნაგებობებს დეტალურად ასახავს