in

საქართველოს ეროვნული ბანკი და მაიქროსოფთ საქართველო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მაიქროსოფთ საქართველომ მოლაპარაკებები გამართეს ქლაუდ ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის (გარე რესურსების მოზიდვა) რისკების თემასთან დაკავშირებით და გამოხატეს ქლაუდ ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მზაობა, ქვეყნის ფინანსური სექტორის ფარგლებში.  საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო რისკებთან დაკავშირებული რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს კომერციულ ბანკებს არ ეკრძალებათ აუთსორსინგის გამოყენება, რაც ასევე მოიცავს ქლაუდ ტექნოლოგიებს, თუმცა ბანკის ძირითადი საქმიანობებისა და მასთან დაკავშირებული დამხმარე საინფორმაციო სისტემების აუთსორსინგი დამტკიცებული უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

BOG
BOG

ქლაუდ ტექნოლოგიები წარმოადგენს IT რესურსებთან დაკავშირებით ორგანიზაციების ტრადიციული მიდგომიდან მნიშვნელოვან გარდაქმნას. მისი ძირითადი უპირატესობებია სიჩქარე, ხარჯეფექტიანობა, პროდუქტიულობა და მასშტაბურობა. დღესდღეობით, ისე, როგორც არასდროს, ქლაუდ ტექნოლოგიები არის უსაფრთხო და გამჭვირვალე. ამგვარად, ეს დაეხმარება საქართველოში მოქმედ ბანკებს შესაბამისობაში იყვნენ უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფასთან და ევროკავშირის პრაქტიკებთან.

“ქლაუდ ტექნოლოგიები ფუნდამენტურად ცვლიან მსოფლიოს, გავლენას ახდენენ ჩვენ გარშემო არსებულ ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენაზე. გვჯერა, რომ ყველა სამომავლო ფინანსური ოპერაცია, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში, შესრულდება აღნიშნული ტექნოლოგიებით”, – განაცხადა მაიქროსოფთის გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ.

ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოში არსებული ყველა ბანკისა და ფინანსური დაწესებულების მარეგულირებელ ორგანიზაციას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2014 წელს გამოსცა რეგულაცია საოპერაციო რისკების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აუთსორსინგის მოთხოვნებს. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, რეგულაციის შესაბამისად, შესაძლებელია ქვეკონტრაქტის, მათ შორის, პარტნიორობის გაფორმება ქლაუდ ტექნოლოგიების დანერგის სფეროში.  თუ კომერციული ბანკი გადაწყვეტს თავისი ინფრასტრუქტურის ქლაუდ ტექნოლოგიებზე გადაყვანას გარე რესურსების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში, საჭიროა საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართვის მიღება. 

Goldman Sachs-იდან „თანასწორობის ცენტრამდე“ – ნინო კვერნაძის ქართულ-ამერიკული ამბავი

ვინ არიან დინოზავრი მენეჯერები?!