საქართველოს ეროვნული ბანკი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს საკოლექციო დანიშნულების მონეტის დიზაინზე გამოცხადებულ კონკურსში. და წარმოადგინოს მონეტის ესკიზი.
15 აგვისტოს დაანონსებულია შეხვედრა, რომლის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალურად გააცნონ საქართველოს ეროვნული ბანკის გეგმა, თუ რას ემსახურება ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის საკოლექციო დანიშნულების მონეტების და ბანკნოტების გამოშვება, ასევე გაუზიარონ თემით დაინტერესებულ პირებს სხვა ქვეყნების გამოცდილება და ტენდენციები მონეტების გამოშვების კუთხით.
ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება საინტერესო იდეებისა და მოსაზრებების მოსმენა, რადგან ახალი მონეტის შექმნისათვის საზოგადოების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმარის სტატუსით წარსდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, გამოეხმაუროს ქვეყნისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას და ქართული წიგნის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვას.