in

ეროვნული ბანკი, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, პოდკასტების სერიას იწყებს

პირველი ეპიზოდის თემაა ფულის მასა

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე პოდკასტების სერიას იწყებს. პირველი ეპიზოდის თემაა ფულის მასა. გადაცემის სტუმარი სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი ისეთ საკითხებს განმარტავს, როგორებიცაა: ფულის მასა, როგორც ინდიკატორი, კავშირი მასსა და გაცვლით კურსს შორის, ეროვნული ბანკის გავლენა ფულის მასის შექმნის სტიმულზე და ა.შ.

„ჩვენი პოდკასტების სერიის მიზანია, მსმენელებს, რაც შეიძლება მარტივად, მათთვის გასაგებ ენაზე ვესაუბროთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე. ავუხსნათ და განვუმარტოთ თითოეული დეტალი და მივაწოდოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია“.

თუ ამ დრომდე არ გინახავთ ეროვნული ბანკის პოდკასტი, გთავაზობთ სრულ ჩანაწერს.

რა არის და როგორ იქმნება ფულის მასა? – ეროვნული ბანკის ვიდეორგოლი

ძმებ არველაძეების მაისურები NFT-ს სახით იყიდება!