in

პირველი ნოემბრიდან, ახალი საბანკო რეგულაციები არ ამოქმედდება

ახალი საბანკო რეგულაციები, ძალაში, პირველ ნოემბერს აღარ შევა. საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) განმარტავენ, რომ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ დებულება იცვლება. შესწორებული ვარიანტი კი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

„შესაბამისად, რამდენიმე დღით (სავარაუდოდ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა), გადავადდა ახალი რეგულაციების ძალაში შესვლაც. რაც შეეხება ცვლილებებს, მარტივდება ტექსტი. აქ არ არის საუბარი პრინციპების შეცვლაზე, იგულისხმება თვითონ დებულების რედაქტირება. კონკრეტულ დეტალებზე მხოლოდ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ შევძლებთ საუბარს“,- განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ დებულების პროექტი სებ-მა 2018 წლის 7 მაისს გამოაქვეყნა. ახალი რეგულაციები ძალაში პირველ ნოემბერს უნდა შესულიყო.

ნუ დატოვებთ არაპროფესიონალის შთაბეჭდილებას – შეხვედრაზე გასათვალისწინებელი 9 რჩევა

წრიული რბოლის – “Rustavi International Challenge 2018“ – ფინალი რუსთავში