in

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს!

საქართველოს ეროვნული ბანკი (NBG), პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარიანი მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს.

BOG
BOG

კონკურსის მიზანი:

1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპეიკის ნომინალით.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, ქართული მარკის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვას.

პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარმოადგინონ თანდართული პირობების მიხედვით.

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – როგორც ფიზიკურ (რეზიდენტი/არარეზიდენტი), ასევე იურიდიულ (რეზიდენტი/არარეზიდენტი) პირს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს დიზაინის ესკიზს (ესკიზებს) დადგენილ ვადებში, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 27 ივლისის N76/04 ბრძანებით შექმნილი „საკოლექციო დანიშნულების ლარის ბანკნოტებისა და მონეტების თემატიკის (თემის) განსაზღვრისა და დიზაინის ესკიზის / ესკიზების შერჩევის“ დროებითი კომისიის წევრებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.nbg.gov.ge/uploads/konkursebi/2018/saposto_marka.pdf

#140ნაბიჯიწარმატებისკენ – ახალგაზრდა ქართველი მსახიობის გზა ბრიტანეთის საუკეთესო სასწავლებლისკენ!

Triride – 5 ბორბლიანი ეტლი – სკუტერი