29
მაი
2018

ეროვნული ბანკი და „VISA“ საზოგადოებას „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშის ქართულ ვერსიას წარუდგენენ!

29 მაი 2018

29 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საგადახდო სისტემა „VISA“, „ფინანსური განათლების წლის“ ფარგლებში, საზოგადოებას „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებულ ვერსიას წარუდგენენ.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob


„ფინანსური ფეხბურთი“ ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულ მოსახლეობაზეც, და რომლის მთავარ მიზანსაც პირადიფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების გარშემო საზოგადოების ცოდნის ამაღლება წარმოადგენს.

„ფინანსური ფეხბურთი“ „ფიფას“ მსოფლიო თასის (FIFA World Cup™) ბრენდის ქვეშ შემუშავებული თამაში და ამავე დროს, „VISA“-ს ინოვაციური საერთაშორისო ინიციატივის ნაწილია.

დღეისათვის, „ფინანსურ ფეხბურთს“ მსოფლიოს გარშემო 5 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს, და ის 42 ქვეყანაში, 16 ენაზე არის ხელმისაწვდომი.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო საგადახდო სისტემას „VISA“ შორის, ფინანსური განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები.

განხილვა