in

„ფუნქციურად, საბანკო ბარათის იდენტური“ – „ევროპაბეთის“ N Card, უკონტაქტო გადახდის ფუნქციითა და EMV ტექნოლოგიის ჩიპით

„ევროპაბეთის” მომხმარებლები სექტემბრიდან თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, საქართველოში პირველად ხდება, რომ თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი აქვს. სიახლის დამსახურებით, მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს, ამავდროულად, მისი ბარათი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით იქნება დაცული.

სანამ ბარათში გამოყენებულ ტექნოლოგიაზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღინიშნოს ის უპირატესობები, რომელიც N Card-ს ახასიათებს. მაგალითად ის, რომ N Card-ით განხორციელებული ტრანზაქციები არ ჩანს საბანკო ამონაწერში, თანხის გატანა შესაძლებელია ბანკომატებიდან (TBC, BOG). გარდა ამისა, ბარათი მოსახერხებელია ტერმინალით გადახდისას და ასევე, მოგების გატანა მომენტალურადაა შესაძლებელი.

„ევროპაბეთის სტრატეგია ევროპული სტანდარტის შემოტანაა ქართულ ბაზარზე. ბარათი EMV ჩიპით დახურული არხით მოგების გასანაღდებლად რევოლუციური სიახლეა სათამაშო ბიზნესში. ჩვენი ბარათი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნას და წარმოადგენს საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათების ანალოგიურ, დაცულ გადახდის ინსტრუმენტს. რაც, პირველ რიგში, ჩვენი მომხმარებლისთვის გარანტირებული უსაფრთხოების და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ემსახურება“, – აცხადებს „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.

„ევროპაბეთის“ თქმით, EMV ტექნოლოგია აპრობირებულია საბანკო სექტორში, სათამაშო ბიზნესში კი ევროპაბეთის N Card  არის პირველი ბარათი, რომელიც „ფუნქციურად საბანკო ბარათის იდენტური გახდა“. N Card-ის გაუმჯობესებული ბარათების მწარმოებელი და სერვისის მომწოდებელი კომპანია „ნეოლეთია“. სწორედ მის დირექტორს – შალვა ჭელიძეს ვკითხეთ, თუ რის შესაძლებლობას გვაძლევს ბარათში გამოყენებული ტექნოლოგიები და რა განასხვავებს მას ბაზარზე გავრცელებული სხვა ბარათებისგან.

„ფუნქციურად, ბანკის ბარათის იდენტურად გახდომა ნიშნავს, ფუნქციონალურად უკონტაქტო გადახდების შესაძლებლობას, განსხვავებით მაგნიტურზოლიანი ბარათებისგან და ასევე, საშუალებას შემდგომში ელექტრონული გადახდებისთვის. ამის მისაღწევად უამრავი შრომა დაგვჭირდა და ჩვენი პარტნიორების – საქართველოს ბანკის, ჯორჯიან ქარდის, თიბისი ბანკისა და გაერთიანებული ფინანსური კორპორაციის გარეშე ვერაფერს გავხდებოდით“, – ამბობს შალვა ჭელიძე, „ნეოლითის“ დირექტორი. 

N Card-ის განახლებულ ვერსიაში გამოყენებულია ორი ძირითადი ტექნოლოგია – EMV და NFC. ეს უკანასკნელი, საქართველოს ბანკისა და თიბისის ტერმინალებზე, უკონტაქტო გადახდის საშუალებას გვაძლევს, ხოლო EMV წარმოადგენს ერთგვარ ევროსტანდარტს, რომლის თანახმადაც ბარათის ინფორმაცია ჩიპზე, უფრო დაცულად ინახება.

„EMV სტანდარტი გულისხმობს ჩიპს, რომელზეც ინახება ბარათის ინფორმაცია, ბევრად დაცულად ვიდრე ეს მაგნიტურ ზოლიან ბარათზეა შესაძლებელი, რაც უკვე მოძველებული სისტემაა და აკრძალულია ევროკავშირში. EMV აბრევიატურას Europay-ის, Mastercard-ისა და Visa-ის პირველი ასოები უდევს საფუძვლად და ეს სტანდარტი გავრცელებულია ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა განვითარებულ და განვითრებად ქვეყნებში. N Card არის პირველი EMV ტექნოლოგიის მქონე ლოკალური ბარათი საქართველოში, რაც საშუალებას იძლევა მეტი უსაფრთხოება და კომფორტი შევქმნათ მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, ბარათი, აღჭურვილია NFC სისტემით და უკონტაქტო გადახდების შესაძლებლობას იძლევა, ამცირებს მოთხოვნას ნაღდ ფულზე და ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკისა და ტექნოლოგიურ განვითარებას, უნაღდო ანგარიშსწორების თვალსაზრისით.“, – ამბობს შალვა ჭელიძე, „ნეოლითის“ დირექტორი. 

„ნეოლითი“ საგადახდო მომსახურების ბაზარზე 2018 წლიდან მოღვაწეობს და საგადახდო პროდუქტების კუთხით, ცდილობს როგორც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, ასევე უსაფრთხოების გაზრდას. კომპანიის დირექტორის თქმით, „EMV და NFC ტექნოლოგიების გამოყენებამ N Card ტექნოლოგიურად შეუზღუდავ ბარათად აქცია, თუმცა, ოპერაციული კუთხით, რადგან ეს ბარათი ლოკალურია, სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი“. ბარათის გასახსნელად ან ახლის ასაღებად უნდა მიმართოთ N Card-ის ექსპრეს დახლებს მოლებში, ან neollet-ის ფილიალებს. N Card-ის ასაღებად აუცილებელია, მომხმარებელს ჰქონდეს „ევროპაბეთის“ ვერიფიცირებული ანგარიში.

Samsung The Sero – ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს „სმარტფონს“ მოერგოს

Mastercard, საქართველოში, უნაღდო გადახდების განვითარების სათავეშია