Outdated Translated ახალგაზრდების ირგვლივ არსებულ მითებს ანგრევს, დაწყებული ძალიან ბევრი საუბრით მენტალურ ჯანმრთელობაზე და დამთავრებული ძალიან ბევრი დროის გატარებით ონლაინ სივრცეში… ალბათ, ამ შინაარსის მქონე ფრაზები თავადაც გსმენიათ, აქ წარმოდგენილი თინეიჯერები კი სწორედ ამ ნეგატივს გარდაქმნიან პოზიტივად.
ფრაზა — „ახალგაზრდებს მარტივად სწყინთ, ისინი თითქმის ყველაფერზე დარდობენ“ — შეიცვალა, როგორც „ახალგაზრდები იმდენად ემპათიურები არიან, რომ ისინი ყველაზე ზრუნავენ“.
„პანდემიის გამო თინეიჯერებს ძალიან ცოტა შესაძლებლობა ჰქონდათ, რათა ესწავლათ და განვითარებულიყვნენ. ამავდროულად, ისინი მოძველებული შეხედულებების საგნებიც ხდებიან ხოლმე, რომლებიც უკვე ძალიან შორსაა სიმართლისგან. ეს კამპანია სწორედ მსგავს ცრუ აღქმებს ეხება და აჩვენებს, როგორ შეუძლია NCS-ს დაეხმაროს ახალგაზრდებს, თავიანთი ვნების მიღებასა და ძლიერი მხარეების გაზრდაში ონლაინ გამოცდილებების საშუალებით“, — აცხადებს ჯუნ კარტერი, NCS Trust-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ნიკ სტუდზინსკის, Accenture Song Brand UK-ის აღმასრულებელი შემოქმედებითი ხელმძღვანელის თქმით კი, ახალგაზრდებს ყნოსვის კარგი შეგრძნება აქვთ და შეუძლიათ ამოიცნონ ყველაფერი, რაც დისტანციურად არაავთენტური ან ნაკლებად გულწრფელია. სწორედ ეს გახდა კამპანიის შექმნის საფუძველიც. ხოლო მათთან დაკავშირებული ინფლუენსერების გამოყენება ამ ტონს აძლიერებს.
სარეკლამო კამპანიაზე NCS-სთვის Accenture Song-მა იმუშავა და იგი იმედოვნებს, რომ შეცვლის კრიტიკას, რომელიც თინეიჯერების ირგვლივ მსოფლიოში ტრიალებს.