in ,

ქართული ონლაინ მაღაზია N-DUO-CONCEPT-ი Farfetch-ის პარტნიორი გახდა !

Startauperi
Startauperi

ninoწლებია ონლაინ მაღაზიებმა მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვეს და ეს სფერო განსაკუთრებული ტემპით ვითარდება. ნინო წილოსანმა და ნატუკა ქარქაშაძემ ამ სფეროს განვითარების პოტენციალი საქართველოშიც დაინახეს. ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ქართულ ბაზარზე ცნობილი ბრენდების პროდუქციით დაკომპლექტებული ონლაინ მაღაზია N-DUO-CONCEPT   წარადგინეს. ნინო კომპანიას ბიზნეს სტრატეგიების მიმართულებით ხელმძღვანელობს, ნატუკას კი მსოფლიოში ცნობილ გამოცემებთან თანამშრომლობით მიღებული გამოცდილება და კონტაქტები დაეხმარა შეეტანა საკუთარი წვლილი კომპანიის წარმატებაში . დღეს N-DUO-CONCEPT პირველი ონლაინ მაღაზიაა პოსტ საბჭოთა სივრციდან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ონლაინ მაღაზიის Farfetch-ის პარტნიორია. ამ თემასთან დაკავშირებით, მარკეტერი N-DUO-CONCEPT – ის დამფუძნებლებს ესაუბრა.

natukaM: როდის და როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ონლაინ მაღაზია ?

ნინო: დაახლოებით 2 წლის წინ, მთელი სიცხადით დავინახეთ, რომ ონლაინ სფერო განსაკუთრებული სიჩქარით ვითარდებოდა . მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ყველა სახის პროდუქციას ონლაინ იწერს, მსოფლიო ჯერ კიდევ ნელ-ნელა გადადის ამ სისტემაზე. დავინახეთ, რომ ეს სფერო ჯერ კიდევ ასათვისებელია და მიუხედავად დიდი რისკებისა, საკმაოდ საინტერესო პერსპექტივას გვიხატავდა.

M: გვიამბეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის კონცეფციის შესახებ

ნატუკა: N-DUO-CONCEPT – ის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ მის სივრცეში თავმოყრილია სათითაოდ და საგულდაგულოდ არჩეული სეზონის ყველაზე აქტუალური და კაშკაშა ბრენდები/ნივთები  „fashion oriented” კლიენტებისთვის.  ჩვენი მომხმარებელი თავს გრძნობს როგორც ნიშურ ბუტიკში და არა ე.წ “department store” -ში, რისი ანალოგიცაა ძირითადად ყველა სხვა მთავარი მოთამაშე.

NDUOCONCEPTM: პროექტის საწყისი ეტაპი რომ გაიხსენოთ, რა სირთულეების გადალხვა მოგიწიათ ? 

ნინო : პროექტის დასაწყისში ყველა ეტაპი სირთულესთან იყო დაკავშირებული. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიგვეღო ის ონლაინ პროდუქტი, ვგულისხმობ მაღაზიის ვიზუალსა და ფუნქციებს, რაც გვინდოდა. აქ ძალიან ბევრი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი – თითოეული მომხმარებლის ქცევის წესებიდან დაწყებული ტექნიკური სახის პრობლემებით დამთავრებული. თუმცა, ამ მისიას თავი გავართვით და ჩვენი ონლაინ პორტალი ნამდვილად შექმნილია ყველა სტანდარტის დაცვით.
ასევე, რთული იყო ბრენდებთან ურთიერთობის დაწყება, თუმცა მალევე დავიმსახურეთ მათი ნდობა და როგორც იქნა პროექტი ჩავუშვით.
ახლა კიდევ ერთ მთავარ პრობლემას წავაწყდით, ეს მომხმარებლის ნდობაა. საიტი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში, არის ახალი შექმნილი და ყიდის საკმაოდ მაღალ ფასიან პროდუქციას – ეს ნამდვილად იმ რთული ფაქტორების თანწყობაა, რაც თითქმის გადაულახავად გვეჩვენებოდა. იმისათვის რომ ეს ფაქტორები დაგვეძლია, ათასი მარკეტინგული და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება დაგვჭირდა, რაც გარდა კარგი ურთიერთობებისა, ფინანსებთანაც იყო დაკავშირებული. ამ ეტაპისათვის ეს ყველა მოცემულობა დადებითად შეიცვალა და მივდივართ წინ – უფრო მეტი განვითარებისა და გაზრდისაკენ.

M: ვინ იმუშავა კომპანიის სახელსა და საიტის შექმნაზე ?

ნინო:  დასახელება ჩვენი, დამფუძნებლების, სახელებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. რაც შეეხება საიტს, მასზე ჩვენი დაკვეთით ამერიკულმა კომპანიამ იმუშავა. ბრენდინგზე ჩვენმა გუნდმა იზრუნა, თუმცა ამაში ერთ-ერთი ქართული კომპანიაც დავიხმარეთ.

6M: სანამ გადაწყვეტდით ბაზარზე შემოსვლას, ჩაატარეთ თუ არა კვლევები, აკვირდებოდით თუ არა მომხმარებლების ქცევას ?

ნინო:  რა თქმა უნდა, ახლაც მუდმივად ვაწარმოებთ კვლევებს. ჩვენი კლიენტების მოქმედების ხასიათი მიგვითითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე დიდია.  2014 წლის მონაცემებით მსოფლიოს ლაქშერი ინდუსტრია არის 223 მილიარდი, საიდანაც 5 % არის ონლაინ ათვისებული. შესაბამისად, ასათვისებელი კიდევ ბევრია და ამ მიმართულებით დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, როგორც კვლევების, ასევე მოქმედებების თვალსაზრისით.

M: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა  ?

ნატუკა:  როგორც უკვე ვახსენე N-DUO-CONCEPT -ის ძირითადი განმასხვავებელი ყველა სხვა ონლაინ fashion retailer- ისგან არის მისი პროდუქცია, რომელიც გარანტირებულად არის გამორჩეული. ჩვენ მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ საკუთარ ქალის ტანსაცმლის ხაზს N-DUO, ყოველთვიურ ონლაინ ჟურნალს N-DUO MAGAZINE, გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, უფასო გზავნილებს საქართველოს ფარგლებში, უფასო დაბრუნების სისტემას, 24-საათიან კლიენტთა მომსახურების სერვისსა და განსაკუთრებულ შეფუთვას, რაც აორმაგებს ონლაინ შოფინგით მიღებულ სიამოვნებას. ვისაც ერთხელ უსარგებლია ჩვენი მომსახურებით გულგრილი არავინ დარჩენილა.

Untitled-1_(2)M: რამდენად დიდია დაინტერესება მომხმარებლის მხრიდან ? 

ნინო:  ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რაც სრულად შეესაბამება ჩვენს არსებულ სიტუაციას. გეგმა გადამეტებითაც კი არის შესრულებული, შესაბამისად, მოლოდინი დიდი გვაქვს, მით უფრო, რომ უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობთ ბაზარს და ვცდილობთ ფეხდაფეხ მივყვეთ.

M: როგორ არჩევთ პროდუქციას თქვენი ონლაინ მაღაზიისთვის ?

ნატუკა: პროდუქციის  შესაკვეთად ძირითადად პარიზში დავდივართ, ვესწრებით ჩვენებებს, ვსტუმრობთ შოურუმებს და იქვე ვაკეთებთ არჩევანს, თუ რა უნდა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს შემდეგ სეზონზე. ფასებს რაც შეეხება, ჩვენ გვიჭირავს ეგრეთ წოდებული “affordable luxury” სეგმენტი, სადაც ფასები 400$ დან 1500$ მდე მერყეობს.

nduoM: რა გზებით ცდილობთ თქვენი მომსახურების პოპულარიზაციას ?

ნინო: დიჯიტალ მარკეტინგში არის სხვადასხვა მიმართულებები და ჩვენ ვცდილობთ ყველა გამოვიყენოთ, მათ შორის google  მარკეტინგი, სოციალური მარკეტინგი და ინფლუენსერების მხარდაჭერა.

M: რა მიგაჩნიათ თქვენი კომპანიისთვის ყველაზე დიდ წარმატებად ?

ნატუკა: ჩვენი კომპანიის ყველაზე დიდი წარმატება არის ლოალური/მობრუნებულ მომხმარებელთა უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი ბაზა, რომელიც მყიდველისათვის გამართლებული მოლოდინის პირველი ნიშანია.

nduo1M: Farfetch – თან თანამშრომლობის შესახებ მოგვიყევით, როგორ დაუკავშირდით და როგორ დაითანხმეთ პარტნიორობაზე ?

ნატუკა: Farfetch – თან კონტაქტზე გასვლა პირადი ნაცნობობის საფუძველზე მოხდა. მათ თბილისში ადგილზევე მოინახულეს ჩვენი კომპანია, ჩაატარეს სატესტო სამუშაოები, დაატრენინგეს ჩვენი სტაფი და აღნიშნავენ, რომ N-DUO-CONCEPT -ის შესყიდვების პოლიტიკა მათთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან მათ სივრცეში არსებული ყველა სხვა რიტეილერი ძირითადად აქცენტს უკვე დამკვიდრებულ, კარგად ცნობილ ბრენდებზე აკეთებს. ჩვენ კი, სითამამით გამოვირჩევით ბრენდებისა და ნივთების არჩევის დროს. მათთან თანამშრომლობა  საშუალებას გვაძლევს ბევრი რამ ვისწავლოთ, დამოუკიდებლად განვვითარდეთ და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

M: რამდენად იმოქმედებს ეს თანამშრომლობა N-DUO-CONCEPT -ის გაყიდვების ზრდაზე ?

ნინო: Farfetch-თან თანამშრომლობის პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია , რადგან ვართ პირველი ქვეყანა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მიუერთდა ამ გიგანტ ონლაინ პორტალს. რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს როგორც კომპანიის შემოსავლებზე, ასევე ჩვენს რეპუტაციაზე. ფაქტიურად ეს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაა.

coverM: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები 

ნინო: სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, კომპანიის გაყიდვების ზრდასა და ამისთვის ჩასატარებელ აუცილებელ ქმედებებს უკავშირდება. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ უცხოურ დიჯიტალ მარკეტინგულ კომპანიასთან, რომელიც გაწერილ სამოქმედო გეგმას გვაძლევს  თუ რა და როგორი მიმართულებით უნდა გაკეთდეს. ასევე პრიორიტეტებში გვაქვს ახალი სიანტერესო ბრენდების შემოყვანა და თბილისში, მოსაშვილის 26 ნომერში მაღაზიის გახსნა.



“უკანასკნელი ემოჯი” – კამპანია DN’T TXT & DRIVE

ერთხელ უდაბნოში !