in ,

Ne.Bot – გონიერი რობოტი, რომელიც ბავშვს ართობს მანქანით ხანგრძლივი მგზავრობისას

მანქანით ხანგრძლივი მგზავრობა ბავშვებისთვის მალე მოსაწყენი ხდება. მეორეს მხრივ კი, მშობლებს უჭირთ მოძრაობის სიჩქარეზე დაწესებული ლიმიტის დაცვა და ხშირად აჭარბებენ მას. სწორედ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, Nissan Brazil-მა მობილური აპლიკაცია სახელად “Ne.bot – Nissan Educational Robot” შექმნა. ეს არის თამაში, რომელიც მგზავრობისას ბავშვებს გაართობს კიდეც და თან Nissan-ის საჭესთან მჯდომ მშობლებს მანქანის უსაფრთხოდ მართვაში დაეხმარება.

BOG
BOG

 

 

ბრაზილიურმა სარეკლამო კომპანიამ (Lew’Lara\TBWA) თავის ვიდეორგოლში ეს მზრუნველი აპლიკაცია გაგვაცნო. რობოტი მანქანასთან ერთად მოძრაობს და გზადაგზა მონეტებს აგროვებს. მთავარი კი ის არის, რომ Ne.bot-ს შეუძლია სხვადასხვა ადგილას ავტომობილისთვის დაშვებული სიჩქარის ამოცნობა. თუ მანქანამ სიჩქარეს გადააჭარბა, რობოტი წყვეტს მოძრაობას, ბავშვი კი დიდი მონდომებით ცდილობს მშობელს ამის შესახებ შეატყობინოს და მართვის სიჩქარე დააკლებინოს. რობოტი მანქანაში მსხდომებს მგზავრობისას სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციასაც აწვდის.

გარდა იმისა, რომ ამ ახალი აპლიკაციის საშუალებით Nissan-ი მგზავრობას მეტად უსაფრთხოს ხდის, ის მომავალ თაობას წესრიგიან და ფრთხილ მძღოლებად აყალიბებს.

Nivea-ს ატრაქციონი, რომელიც ბავშვებს კანის დაავადებებისგან დაიცავს

თუ გაიცინებ, წააგებ! – Kit Kat-ის ახალი თამაში გემრიელი პრიზებითა და ბევრი ღიმილით