in

გამოქვაბულში 57,000 წლის წინანდელი უძველესი ნეანდერტალელური ნახატები აღმოაჩინეს

57,000 წელზე მეტი ხნის წინ, პალეოლითის ადამიანების ჯგუფი საფრანგეთის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე გამოქვაბულში ცხოვრობდა და გამოქვაბულის რბილ ცარცისებრ კედლებზე თითებით ხატავდა. ძნელი წარმოსადგენია, როგორი იყო ისტორია, რომლის გადმოცემასაც ისინი ცდილობდნენ, თუმცა ეს ნახატები მიუთითებს უძველეს ნეანდერტალელ ხელოვნებაზე, რომელიც კაცობრიობას ოდესმე აღმოუჩენია.

M2
M2

PLOS One-ში ახალი კვლევა გამოქვეყნდა გამოქვაბულის ნახატებზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი იმ ნამუშევრების შესახებ, რომლებიც გამოქვაბულში ჩნდება. მღვიმე, სადაც მკვლევარებმა ნახატები იპოვეს, მდებარეობს საფრანგეთში, ლუარის ველში, სოფლის ქვეშ. ახალ კვლევაში გააანალიზეს ნიშნები და ისინი მთელ მსოფლიოში აღმოჩენილ სხვა ნიშნებს შეადარეს.

მკვლევრებმა არა მხოლოდ დაადგინეს, რომ ნამუშევრები ადამიანის ხელით იყო შესრულებული, არამედ გამოიყენეს ნალექის ფენები, რათა დაედგინათ, რომ მღვიმის ღიობები დამარხული იყო მინიმუმ 57,000 წლის განმავლობაში. გამოდის, რომ ეს იყო დიდი ხნით ადრე, ვიდრე ამ დროისთვის ცნობილი ევროპის ამ ნაწილში მცხოვრები ჰომო საპიენსი. ეს აღმოჩენა, ისევე როგორც ნეანდერტალელების გამორჩეული იარაღები, რომლებიც ნაპოვნია მთელ გამოქვაბულში, არის ხელოვნება, რომელიც ნეანდერტალელ ბუნებას ასახავს.

ამგვარი მტკიცებულება არა მხოლოდ საინტერესოა, რადგან ის აჩვენებს ადამიანებისგან მიერ აღმოჩენილ უძველეს აღმოჩენილ ხელოვნებას, არამედ ის ასევე ეხმარება იმ სტერეოტიპებთან ბრძოლაში, რომ ნეანდერტალელი ხალხი განუვითარებელი იყო.

ნახატებიანი გამოქვაბული პირველად 1846 წელს აღმოაჩინეს კარიერებში. გამოქვაბული სათანადოდ გათხარეს რამდენიმე წლის შემდეგ და 1912 წელს, ქვის იარაღები და ბიზონის ნახშირის ძვლები იპოვეს. ეს ცხადყოფს, რომ პალეოლითის მონადირეები ოდესღაც ხშირად სტუმრობდნენ ამ ადგილს. მკვლევარებმა ნეანდერტალელების ხელოვნება 1970-იან წლებამდე ვერ ნახეს. კიდევ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა ზუსტად იმის დადგენას, თუ როდის შესრულდა ეს ნახატები. საბოლოო ჯამში, მკვლევრები აცხადებენ, რომ სურათები „ჩვენთვის“ არ არის შექმნილი, რაც ართულებს მათ წაკითხვას.

წყარო: bgr

გენერაციული AI-ის გამოყენების 5 განსხვავებული გზა — როგორ დაეხმარება GPT თქვენს გუნდს?

ბაუმერი განახლებული ბრენდინგით და დიდი გეგმებით MEP ინდუსტრიაში