მეცნიერები ფიქრობენ, რომ საბოლოოდ, მკვლევრებმა ნეანდერტალელების გადაშენების მიზეზს მიაგნეს. ეს არც ჩხუბი იყო, არც ომი, არც სასტიკი ცხოველების თავდასხმა ან მეტეორის დაცემა, პასუხი ბევრად მარტივია — ნეანდერტალელების გადაშენების მიზეზი, სავარაუდოდ, ჰომო საპიენსებთან შეჯვარება იყო. დიახ, კვლევის თანახმად, ჩვენს წინაპრებთან მათმა ურთიერთობამ ნეანდერტალელების გადაშენება გამოიწვია.
თუმცა, საინტერესოა, როგორ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს… სავარაუდოდ, ეს 250 000 წლის წინ უნდა მომხდარიყო, როცა ჰომო საპიენსებმა აფრიკის გარეთ დაიწყეს მოგზაურობა. ფიქრობენ, რომ ამ ორ ჯგუფს შორის ენობრივი განსხვავება იმაზე უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე დღეს ნებისმიერ ორ თანამედროვე ენაში შეიძლება იყოს.
მართალია, ამ კვლევით ჩვენი სახეობისა და ნეანდერტალელების კავშირის შესახებ გავიგეთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს ძარღვებში მათი სისხლია… აქ კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა კი მიტოქონდრიული დნმ-ის ნაკლებობაა, რაც მიგვითითებს, რომ სექსუალური კავშირის დამყარება მხოლოდ მამრობითი სქესის ნეანდერტალელებსა და მდედრობითი სქესის ჰომო საპიენსებს შეეძლოთ.