ბარიერებით, კედლებით, დისკრიმინაციითა და უსამართლობით სავსე სამყაროში ცხოვრობდნენ ბავშვები, რომლებმაც შეძლეს დამთრგუნველი გარემოს ხმაურის ჩახშობა. ბავშვები, იმავე შიშებით, ეჭვებით თუ პრობლემებით, რაც შესაძლოა ნებისმიერ სხვას ჰქონდეს. თუმცა, განსხვავება ამ ორ მხარეს შორის რადიკალურად დიდია, იმ ბავშვებმა შეძლეს შიშის ხმა საკუთარ სიძლიერედ ექციათ. სწორედ ასე გამოიყურება Beats-ის სამოტივაციო ზღაპარი, რომელსაც მსახიობი მაიკლ უილიამსი თავის დისშვილს ძილის წინ უყვება. ისტორია რეალურ ადამიანებზეა და ეს პიროვნებები არც მეტი არც ნაკლები, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარი, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, სუპერ მოდელი კარა დელევინი და სხვა ცნობილი წარმატებული სახეები არიან. სააგენტო Dre-ს მიერ მომზადებული ეს სარეკლამო ვიდეორგოლი კარგი მოტივაციაა ნებისმიერი ადამიანისთვის.
https://www.youtube.com/watch?v=oWithLP0VlQ