in ,

ნებისმიერს შეუძლია გახდეს ჩემპიონი – Nike–ს სამოტივაციო ვიდეორგოლი

პატარა დენიელი ახლა იღვიძებს, ის ჯერ სულ რამდენიმე თვისაა, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად მოიგებს რომელიმე სერიოზულ ჩემპიონატს. ეს ყმაწვილი, ქუჩაში რომ დარბის, ნამდვილად გახდება მარათონის გამარჯვებული. მოცურავე ბარი კი ოლიმპიური ჩემპიონი იქნება. მართალია, ჯერ არცერთმა მათგანმა ამის შესახებ არ იცის და საკმაოდ შორს არიან გამარჯვებისგან, მაგრამ ყველა მათგანში არსებობს რეალური პოტენციალი ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანში. Nike–ს ახალი ვიდეორგოლი Unlimited You ამაში ნამდვილად დაგარწმუნებთ და რაც მთავარია, აგიმაღლებთ მოტივაციას.

 

https://www.youtube.com/watch?v=VEX7KhIA3bU

 

ნებისმიერ მოყვარულ სპორტსმენს, თუნდაც, ბავშვს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაასწროს ყველაზე სწრაფ სპრინტერს, ან მოუგოს დაუმარცხებელ სერენა უილიამს, იყოს საუკეთესო. ამისთვის ასაკს, აღნაგობას, ფიზიკურ მონაცემებს ან სხვა ფაქტორებს სულაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა. საჭიროა მხოლოდ მიზანი, შემართება და საკუთარი თავის ბოლომდე გამოვლენა.

ერთ დროს, მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენებიც ისეთივე ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, როგორიც ეს პატარა ბიჭია, დიდ გორაზე სკეიტბორდით რომ დგას. სწორედ ამ მიდგომამ, რომ ბიჭს არ ეშინია გორიდან დაშვება და მზად არის შედეგებისთვის, მოიყვანა საუკეთესოები იქამდე სადაც ახლა არიან.

ასე რომ, გამოავლინეთ საკუთარი თავი, რადგან ნებისმიერ თქვენგანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გახდეს საუკეთესო სპორტსმენი და მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავროს.

Toyota–ს ვიდეორგოლში მთელი მსოფლიო ოქროს მედალოსანია

მოლაპარაკე ქუდები ჯეოსელისგან!