in

ნებისყოფის მნიშვნელობა გამარჯვებისას – Nike-ს ახალი რეკლამა

გოლფის ცნობილი მოთამაშე რორი მაკილროი გადატვირთული გრაფიკით  ცხოვრობს. მისთვის ყოველი დღე მომავალი დღისთვის მზადებასა და წარმატებისკენ წინსვლას ნიშნავს. მან იცის, რომ ნებისყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ, მის არქონას შეიძლება დავაბრალოთ ჩვენი დაუმთავრებელი და წარუმატებელი საქმეები. იცის, რომ შედეგის მისაღწევად მოთმინება, შრომა და დიდი ენერგიაა საჭირო.

Nike-ის შთამაგონებელი ვიდეორგოლების სერიას კიდევ ერთი შეემატა. მისი მთავარი გმირი რორი მაკილროია, რომელმაც წარმატებას დაუღალავი შრომით მიაღწია.

სარეკლამო რგოლის სიუჟეტი საკმაოდ მომგებიანია. მისი ნახვის დროს სურვილი გიჩნდება იგივე შენც გაიმეორო. გასაკვირი არც არის, რადგან Nike-მა ისეთი რეჟისორი შეარჩია, რომელიც სპორტული ბრენდის რეკლამებზე ყველაზე პროდუქტიულად მუშაობს. რეკლამის სიუჟეტად გოლფის მოთამაშის ყოველდღიური ცხოვრება აიღეს. მაკილროი 5:30-ზე იღვიძებს, ჯანმრთელ საკვებს იმზადებს, ვარჯიშობს და ყოველდღიურად აუმჯობესებს მიღწეულ შედეგს.

რეკლამა ნაცნობი, მაგრამ ეფექტური ხერხით დაამონტაჟეს. ერთწამიანი კადრები ერთმანეთს ანაცვლებენ და მაყურებლისთვის საინტერესო განწყობას ქმნიან.

 

https://youtu.be/cM1z4e8GD74

 

ძირითად რეკლამასთან ერთად დამზადდა 15 წმ-იანი ვიდეორგოლები, სადაც მთავარი გმირები, გოლფის მოთამაშეები  Tony Finau, Brooks Koepka, Michelle Wie და Patrick Rodgers არიან.

 

 

https://youtu.be/780cFnBBeSw

https://youtu.be/W8dcMB2rtHA

 

https://youtu.be/_SNmfFJidc4

https://youtu.be/J7L-o-TeSlY

 

https://youtu.be/NOUlaYt0vKA

https://youtu.be/FHCNm_QiIYg

Gap–მა ნიჭიერი გოგონების მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო

კრეატიული პოსტერების კოლაჟი