in

მხატვარმა 60 000 ფუტკრის დახმარებით, ნეფერტიტის ბიუსტი შექმნა

ნამუშევარი ათასობით წელს იარსებებს, თუ შესაბამის გარემოში იქნება მოთავსებული

დედოფალი ნეფერტიტი უკვე საუკუნეებია, თავისი სილამაზით მრავალ არტისტს შთააგონებს. ერთ-ერთი ასეთი ხელოვანია ნიდერლანდელი მხატვარი, ტომაშ ლიბერტინი, რომელმაც ბიუსტის გაცოცხლება 3D მოდელით დაიწყო, რის შემდეგაც უჩვეულო მეთოდს მიმართა – დედოფლის გამოსახულების შესაქმნელად 60 000 ფუტკარი გამოიყენა.

ორწლიან პროექტს, ორი ეტაპი ჰქონდა – 2019 წელს დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ არა ხელოვნების ნიმუში, დასრულებული სახით, არამედ მისი შექმნის პროცესი. ამ დროის განმავლობაში ფუტკრები 3D მოდელის გარშემო, ცარიელ სივრცეს თაფლით და ფიჭით ავსებდნენ.

“ბუნებრივი ცვილი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ბუნებრივი მასალაა. ეს ბიუსტი ათასობით წელს იარსებებს, თუ შესაბამის გარემოში იქნება მოთავსებული. სწორედ ამ გაორებას – გამძლეობასა და მის მყიფე ხასიათს შორის ვარ მოქცეული, რაც აღმაფრთოვანებს. ეს ჰგავს ადამიანებს, რომელთა მგრძნობიარე გულიც ყველაზე გამძლეა. ვფიქრობ, ეს ძლიერი მესიჯია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკულტო ქალითაა გამოხატული” – ტომაშ ლიბერტინი.

ნახეთ: ნარჩენებისგან შექმნილი დიზაინის ნიმუშები

1 კამპანია, 8 ვიდეო და უნივერსალური ვიზუალური ენა – pgLang Calvin Klein-ისთვის