in

3 ნაბიჯი ნეგატიური უკუკავშირის გასაზიარებლად

M2
M2

დადებითი უკუკავშირის, ერთი მხრივ, გაზიარება და, მეორე მხრივ, მოსმენა კი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ხშირად ნეგატიური საკითხებიც იჩენს ხოლმე თავს. აი, ამას კი უკვე ცოდნა სჭირდება… თუ გამოგივათ, პროდუქტიულ თანამშრომელს მიიღებთ და თუ არა, ალბათ, არც დიდხანს გასტანს თქვენი ურთიერთობა. როგორც ვიგებთ, უკუკავშირის გაცემის პროცესი გარკვეულ შიშებსაც უკავშირდება, რაც მენეჯერებისთვის თუ გაბრაზებული თანამშრომელია, დასაქმებულისთვის სამსახურის დაკარგვის ან რეპუტაციის შელახვის შიშებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, კვლევა გვეუბნება, რომ თუ კორექტული უკუკავშირი შესაბამისად არის მიწოდებული, შედეგები უმჯობესდება.

მთავარი სიტყვა აქ შესაბამისია და უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრ ხელმძღვანელს აკლია უკუკავშირის მიწოდების უნარი. შედეგად, ლიდერებიც საკუთარ შიშებში ეხვევიან და ხშირად უბრალოდ ამ აზრებისგან გათავისუფლებას ამჯობინებენ, ადრესატის გრძნობების გათვალისწინების გარეშე… 

უკუკავშირის ეფექტურად მისაწოდებლად კი შიშების დაძლევას გვირჩევენ, რისთვისაც 3-ნაბიჯიანი პროცესი უნდა გაიაროთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ნეგატიურ აზრებს ეხება:

1. სთხოვეთ დასაქმებულს საკუთარი თავის შეფასება

2. აღნიშნეთ, რას აკეთებენ კარგად

3. შესთავაზეთ რჩევა, თუ როგორ შეუძლიათ გაუმჯობესება მომავალში

პირველი ნაბიჯი ავტონომიურობის განცდას ბადებს. ასე ადამიანს საშუალებას აძლევთ, თავადვე დაფიქრდეს საკუთარ მიღწევებზე, რა დროსაც თავადვე აღმოაჩენს, თუ სად შეფერხდა. შიშების შესამცირებლად კი საუბრისას სიტყვა უკუკავშირი შეგიძლიათ საერთოდ დაივიწყოთ. უბრალოდ ჰკითხეთ: როგორ მიდის პროექტი? ან როგორ უმკლავდები ახალ პოზიციას?.

ხოლო დასაქმებულის დადებითი მხარეების აღნიშვნით მკაფიოდ გადასცემთ გზავნილს, რომ პრობლემა თანამშრომელში კი არ არის ან იმაში, რომ ცუდი ადამიანია, არამედ კონკრეტულ სიტუაციას ებმის. გამოდის, ძლიერი და სუსტი მხარეების აღნიშვნით, შიშებს შეამცირებთ. 

თანამშრომლები ხშირად ძალიან გადატვირთულებიც არიან ყოველდღიური საქმეებით, ამიტომ, მენეჯერს აქვს ვალდებულება, მათ უფრო დიდი სურათი დაანახვონ. 

ამგვარად, უკუკავშირი ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ორგანიზაციებისთვის. მართალია, ყოველთვის პოზიტიური ვერ იქნება, მაგრამ ხშირად სწორედ კონსტრუქციული და ნეგატიური უკუკავშირია ის, რასაც წარმატებამდე მივყავართ. 

თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ უარყოფით უკუკავშირს მხოლოდ მაშინ მიჰყავხართ განვითარებამდე, როცა თანამშრომლები სწორ პოზიციაში არიან მის მისაღებად. მათ უნდა შეეძლოთ ამჟამინდელი არასასურველი ქმედებების სამომავლო სასურველ ქმედებებთან შედარება. ხოლო, როცა შიში მცირდება, თანამშრომლებიც მარტივად ერთვებიან ამ მნიშვნელოვან მენტალურ პროცესში და საუბრებიც პროდუქტიული ხდება.

„ზიკერ საქართველო“ ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია

Negroni Week – მსოფლიო კვირეულს საქართველოს ბარები მეორედ უერთდებიან